ჩვენი გუნდი არასრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს დღეს საღამოს ჩაატარებს. კახა ცხადაძემ მოახლოებული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, საფეხბურთო კლუბ გორის "დილას" წევრი გუგა ფალავანდიშვილი.
მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენშე", პორტუგალია)
მცველები: გიორგი ნავალოვსკი ("დილა", გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("ქარშიაქა", თურქეთი), ზურა
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი ("ვერია", საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ნიკა ძალამიძე ("რიზესპორი", თურქეთი), გუგა ფალავანდიშვილი ("დილა", გორი)
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ბაჩანა ცხადაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("პაფოსი", კვიპროსი).
საქართველოსა და გიბრალტარის მატჩი "დინამო არენაზე" 8 ოქტომბერს, 20 საათზე დაიწყება.
გერმანია კი საქართველოს ნაკრებს 11 ოქტომბერს ქალაქ ლაიფციგში უმასპინძლებს. შეხვედრა "რედ ბულ არენაზე" თბილისის დროით 22.45 წუთზე ჩატარდება.
სფფ-ის პრესსამსახური