"რთული მატჩი იყო, როგორ დანარჩენი ყველა მატჩი ჯგუფში. საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია. პირველ და მეორე ტაიმში ბევრი პრობლემა შევუქმენით მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ საქართველომ კლასის ხარჯზე იმარჯვა.
პირველი ტაიმის მერე რამდნიმე ცვლილება განვახორციელეთ, რადგან საქართველო ცენტრიდან უტევდა. დღეს ჩვენ თამაშში ბევრი დადებითი ასპექტი იყო", - თქვა ვუდმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სტუმრად გერმანიასთან 11 ოქტომბერს გამართავს.