კახა ცხადაძე: პირველ ნახევარში მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გიბრალტართან (4:0) ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მადლობა ფეხბურთელებს, რომ კარგი თამაში აჩვენეს და დიდი ანგარიშით მოიგეს. ყველაფრით კმაყოფილი ვარ და კიდევ ერთხელ ვილოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას.

დებიუტანტების თამაშით კმაყოფილი ვარ. იყო მღელვარება, მაგრამ მათ ეს ბარიერი გადალახეს და მადლობა მათ კიდევ ერთხელ.

პირველი ნახევარში მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ, ხოლო მეორე ტაიმში ჩვენს ფეხბურთელებს ჰქონდათ დავალება, რომ ბურთი დიდხანს დაეჭირათ, რაც შეასრულეს.

რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ, რადგან შემდეგი მატჩი გერმანიასთან გვაქვს", -
თქვა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სტუმრად გერმანიასთან 11 ოქტომბერს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენი რაგბისტი შვიდი ლომი რომ დავამატოთ გერმანიასთან, ვერააა??????

კობრა
23:00 08-10-2015
0
ამ მოგებას პოლონეთან რო ცავაგეთ ის თამაში მერჩივნა. თან რა ამაყად თამაშობდნენ ბურთზე კონტროლი დაუწესეს ოფისის მენეჯერს და მეხანდძრეებს და გიჯ გავდნენ ...
am mogebas..
03:01 09-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული