საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე ფოლკერ ფინკეს კანდიდატურა არ განიხილება

AutoSharing Option
ფოტოზე: ფოლკერ ფინკე და ალექსანდრე იაშვილი "ფრაიბურგში"
15 თებერვალს სფფ-ის აღმასკომის სხდომა გაიმართა. მისმა წევრებმა მიმდინარე სეზონის უმაღლესი და პირველი ლიგების, ასევე, დუბლების ჩემპიონატის მეორე წრის კალენდრები დაამტკიცეს. სხდომის დასრულების შემდეგ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მედიასთან, სხვა საკითხებთან ერთად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესახებაც ილაპარაკა.

გენერალურმა მდივანმა უპასუხა კითხვას, განიხილავენ თუ არა ამ პოსტზე გერმანელი ფოლკერ ფინკეს კანდიდატურას, რომელიც თავის დროზე "ფრაიბურგში" არაერთი ქართველი (ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ზაზა ზამთარაძე, დავით თარგამაძე) ფეხბურთელის მწვრთნელი ყოფილა:

"ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, თუმცა ახალი მთავარი მწვრთნელი დროულად დაინიშნება და ეს პროცესი მზადებას ხელს არ შეუშლის.

ფედერაცია ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

რაც შეეხება ფოლკერ ფინკეს, მისი კანდიდატურის განხილვას არ ვადასტურებ, თუმცა რამდენიმე ვარიანტზე ვფიქრობთ. მათ დაკონკრეტებასა და კანდიდატების დასახელებაზე კი თავს შევიკავებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
არაფრისმომცემი მესამე ადგილის იმედიც არ ჰქონდა ბ-ნ კახა ცხადაძეს.

ეროვნულ ნაკრებს ესაჭიროება მწვრთნელი, რომელიც ჯერ თვითონ ირწმუნებს წარმატების შანსს და შემდეგ ფეხბურთელებსაც დაარწმუნებს!
გუჯა კახაძე
17:48 16-02-2016
0
არ გვინდა მწვრთნელი ასეთ შედეგს რაც აქამდე ქონდათ უმწვრთნელოდაც დადებენ. ან მოთამაშე მწვრთნელი და კაპიტანი აი მაგალითად იყოს კაშია;). იაფიც იქნება და შედეგიც იქნება.
vato
17:50 16-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული