საქართველოს ნაკრები? მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ... ექსკლუზივი ჯენარო გატუზოსთან

AutoSharing Option
თამამად შეგვიძლია, 38 წლის ჯენარო გატუზოს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ვუწოდოთ. "მილანის" "ოქროს ეპოქის" ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა ამ გუნდთან ერთად თითქმის ყველა შესაძლო ტიტული მოიგო - ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ), სერია A (ორჯერ), იტალიის თასი, უეფას სუპერთასი (ორჯერ), იტალიის სუპერთასი (ორჯერ), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი...

ვისაც ის ერთხელ მაინც უნახავს მინდორზე, დაგვეთანხმება - გატუზო შეუდარებელი იყო. იბრძოდა თუნდაც ისეთ სიტუაციებში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანდა. და ის თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა...

დღეს გატუზო იტალიური ლეგა პროს (რანგით მესამე ლიგა) ბინადარ "პიზას" წვრთნის. ბოლო დროს ქართულ
საფეხბურთო თემში გაიგონებთ - შესაძლოა, საქართველოს უპირველესი გუნდი სწორედ გატუზოს ჩააბარონ და ამ საქმის მოკვარახჭინებაში თვით ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ჯენაროს მეგობარი კახა კალაძე მონაწილეობსო.

ესეც არ იყოს, გატუზოსთვის ქართველი ფეხბურთელები უცხონი არ არიან. კალაძის გარდა, კარგად იცნობს გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილს, რომელთაც მცირე ხნით ბერძნულ ოფი-ში წვრთნიდა...

გუშინ ისიც დაიწერა, რომ გატუზო შესაძლოა ყაზახეთის ნაკრებში მივიდეს. ეს გუნდი უმწვრთნელოდაა იური კრასნოჟანის წასვლის შემდეგ. ყაზახები კი ჩვენი უახლოესი მეტოქეები არიან - 29 მარტს თბილისში ამხანაგურად უნდა ვეთამაშოთ...

რაღა დაგიმალოთ და, არ გვგონია, ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი გატუზოზე შეაჩეროს (თუ საერთოდ ვინმეს მოსვლია აზრად მისთვის ამ სამსახურის შეთავაზება) და პირველ რიგში არა მისი სამწვრთნელო კომპეტენციის, არამედ მისი იმპულსური ხასიათის გამო...

მაგრამ რაკი ამ თემაზე ხალხი ლაპარაკობს, მოვალენი ვიყავით, ეს ხმები შეგვემოწმებინა და გადავწყვიტეთ, გატუზოსთან დამაკავშირებელი გზები გვეძებნა. ამ საქმეში ჩვენი კოლეგა და მეგობარი კობა ინასარიძე დაგვეხმარა.

პირველი ზარის შემდეგ გატუზომ გვთხოვა, - ზუსტად ერთ საათში დამირეკეთ და ვილაპარაკოთო...

გავიდა ეს ერთი საათიც და ჯენაროს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. ის დროში შეზღუდული იყო, თუმცა ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე კითხვა მაინც დავუსვით...

- გამარჯობა! საქართველოდან გაწუხებთ. რამდენად მართალია ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ეროვნულ ნაკრებში მუშაობის წინადადება მიიღეთ?
- არა, არა... არ ვიცი, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. მე მაქვს ჩემი საქმე. შეიძლება, იცით, რომ "პიზას" მთავარი მწვრთნელი ვარ და დღეს ამ სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული. ამის თქმა შემიძლია მხოლოდ.

- იმავეს იტყვით ყაზახეთის ნაკრების თაობაზეც? მედიაში დაიწერა, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია გთავაზობთ სამსახურს...
- ზუსტად იმავეს ვიტყვი ამ შემთხვევაშიც - მე მაქვს ჩემი საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი სიტუაციაა.

- ქართველ ფეხბურთელებზე გკითხავთ. თქვენ არაერთი დაუვიწყარი მატჩი ჩაატარეთ კახა კალაძესთან ერთად. მერე ოფი-ში წვრთნიდით გიორგი მერებაშვილსა და გიორგი ლორიას...
- "კალა" დიდებული ადამიანია და დიდებული ფეხბურთელიც იყო. მასთან ერთად მართლაც ბევრი დაუვიწყარი წამი მაქვს მინდორზე გატარებული. გეხსომებათ მაშინდელი "მილანი" - ჩვენ საუკეთესო გუნდი გვყავდა...

მერებაშვილსა და ლორიაზეც მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ისინი ძლიერი ფეხბურთელები არიან ძლიერი მენტალიტეტით - ნამდვილი პროფესიონალები! მოხარული ვარ, რომ მომეცა მათთან მუშაობის საშუალება. საერთოდ, ქართველები თბილი ხალხი ხართ, გიყვართ ურთიერთობები...

- რას იტყვით "პიზაზე"? როგორი გუნდია, რა გეგმები გაქვთ?
- ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მეგობრული... ეს ერთი ოჯახია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზნები და ბიჭებიც ენთუზიაზმით არიან სავსენი.

- არ შეიძლება, "მილანზე" არ გკითხოთ. როდის დაიბრუნებს "როსონერი" ჩვეულ პოზიციებს?
- დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება. მასიმილიანო ალეგრის წასვლის შემდეგ დაიწყო რეგრესი... სხვათა შორის, ბოლო დროს ვხედავ პატარა პროგრესს. რაც უნდა იყოს, "მილანი" გრანდია და ამ სტატუსის შესაფერისი ამბიციები უნდა ჰქონდეს.

- მაშ, "მილანის" დაბრუნების გჯერათ?
- რა თქმა უნდა, მჯერა! დიდი "მილანი" აუცილებლად დაბრუნდება.

- ერთი კითხვაც...
- სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ... ბევრი საქმე მაქვს, მაპატიეთ!..

...გუშინ საღამოსაც აქტიურად მუსირებდა ვერსია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელი უკვე თბილისშიც იყო ჩამოსული. ნაკლებად დასაჯერებელიაო, ზემოთ აღვნიშნეთ, მაგრამ... მაინც ნუ გამოვრიცხავთ, ეს გატუზო იყოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია ფეხბურთში და არსებობს შეთანხმების ეტიკეტი, რომელსაც ყველა იცავს - სანამ ურთიერთობები ოფიციალური არ გახდება, არ ვლაპარაკობთ!

მალე გამოჩნდება, ვინ არის "ის". გუშინ დავწერეთ - ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ ყაზახეთის ნაკრებთან სპარინგისთვის შემადგენლობას ახალი მწვრთნელი დაასახელებს. ესე იგი, სიტუაციის გარკვევას სადღაც მარტის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს ძალიან ცნობილი ფაქტია, ნამდვილად არ ვიგონებ, ან რატომ უნდა მოვიგონო კალაძეს მაგარ პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს.... კოსტაკურტას რომ ქალი თუ საცოლე დაახია შევამ აი მაშინ მოხდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა კალამ პადძერჟკა მისცა შევას (აბა რა უნდა ექნა)გატუზომ მაგრად დასაჯა შევა, დაჟე შევას გუნდიდან გაშვებას ითხოვდნენ ფეხბურთელები, კალაძე არაფერ შუაში იყო მაგრამ იმ ჩხუბში რომ მოხვდა რინოსგან ცვეტში ვიცი, ორი თამაშიც გამოტოვა ამის გამო და ვაბშე კაი ხანი დაძაბული ურთიერთობა ქონდათ ერთრმანეთთან
gaga
09 მარტი 2016 17:17
0
დღე და ღამე ცემა, კვლა და წამება როგორ გელანდება ....?
ეხლა აქ სპორტშიც გადმოხტი სადაც შენი საქმე ნამდვილად არ არის.
gaga-ს
09 მარტი 2016 16:46
0
სკამი ჩაარტყეს? საიდან იცი? უფრო დეტალურად შეგიძლია გაშალო თემა? მე საერთოდ მსგავსი სენსაციური ფაქტის შესახებ არასდროს მმსმენია.

გატუზო ჩაარტყა სკამი კალაძეს და შევჩენკოს, თუ გატუზომ და შევჩენკომ ჩაარტყეს ერთობლივად კალაძეს?
gaga-s
09 მარტი 2016 16:21
0
ფავალი და იანკულოვსკიც მოიყვანოს მაგისთვის ნაკრები არაფერია და ჩვენც ნუ ვიდარდებთ მაინც არაფერი გამოვა
მანუჩარ
09 მარტი 2016 16:12
0
არა ისე ცოტა იუმორით რო ჩაუფიქრდე რას ერჩით გატუზოს, ეგრევე 1 ადგილას ამოკრავს პანჩურებს ყველას და სმენაზე დააყენებს :D :D :D :D
giga
09 მარტი 2016 16:05
0
მაგათ კიდევ გატუზო უნდათ?!ისედაც გა(ტ)კუზულები არიან!მკვდრებს თუნდაც ოტმარ ჰიტცფელდი დაუნიშნე მაინც მკვდრები იქნებიან!
საერთოდ აკრძალეთ ფეხბურთი კონსტიტუციით
09 მარტი 2016 16:00
0
უბრალოდ იდეის დონეზეც ვერ წარმომიდგენია ვინ უნდა გაწვრთნას ნაკრები, უცხოელი მწვრთნელს განა რამხელა კვალიფიკაცია ექნება ამ ანაზღაურების მიხედვით, რო კარგი შედეგი დადოს.
giga
09 მარტი 2016 15:37
0
რა გატუზო რის გატუზო. მხოლოტ ქარტველი ნაკრების ტრეინეი
guri
09 მარტი 2016 15:36
0
საიდან არის კალაძეს მეგობარი შეიძლება არ იცით, გატუზომ სკამი ჩაარტყა თავში კალაძეს და მაგრად დასაჯეს გასახდელში ეგ დას შევა....
gaga
09 მარტი 2016 15:27
0
ადრე ვწერდი შევჩენკო ჩვენ ნაკრაბს დახატავსო, რადგან სირბილის ფასი იცის და ჩვენ ფეხბურთელებს სირბილს აიძულებდა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს ის უკრაინის ნაკრებთან მუშაობს.

დღევანდელი სიტუაციით, ახალი მწვრთნელის გამოჩენამდე, გულშემატკივარს ყველაზე მეტად ბ-ნი გია გეგუჩაძის იმედი აქვს. იქნებ დროებით მისთვის შეეთავსებინათ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფუნქცია?
გუჯა კახაძე
09 მარტი 2016 15:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული