ვლადიმირ ვაისი: ნებისმიერ შემთხვევაში 4 მცველით ვითამაშებთ

AutoSharing Option
დღეს, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წარადგინა.

51 წლის სლოვაკ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა-მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა.

ვლადიმირ ვაისი:

"როცა უცხოელი იბარებს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, ეს დიდი პასუხისმგებლობა და
ბედნიერებაა. მოხარული ვარ, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ეროვნულ გუნდში სამუშაოს ვუბრუნდები.

როცა ლევანისგან შემოთავაზება მივიღე, ეს დიდ გამოწვევად აღვიქვი. საქართველოს ნაკრებში დიდ პოტენციალს ვხედავ, ეს კი მნიშვნელოვანია. გულშემატკივრების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე და არ მინდა, ვინმეს შევპირდე, რომ დიდ შედეგებს მალევე მივაღწევთ. სათანადო შედეგს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად აუცილებლად მივაღწევთ.

მწვრთნელის კარიერაში ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. აქ ყოფნა დიდი ხნით მსურს. მინდა შედეგს მივაღწიო და იმასაც, რომ ფეხბურთელებს ნაკრებში ჩამოსვლა უხაროდეთ, მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება იყოს გულშემატკივრისგან, მედიისგან... ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ!

ჩემს სიაში ბევრი ფეხბურთელია თბილისის "დინამოდან". ამიტომ უშუალო კონტაქტი მექნება ამ გუნდის მთავარ მწვრთნელთან.

სათამაშო სტილს რც შეეხება, ნებისმიერ შემთხვევაში 4 მცველით ვითამაშებთ: ან 4-2-3-1, ან 4-3-3 ტაქტიკით. შეტევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი, თუმცა, თქვენც დამეთანხმებით, რომ გერმანიის დონის გუნდებთან მხოლოდ შეტევაზე ვერ ვიფიქრებთ.

ამასთან, ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ ყაზახეთთან თამაში არა "ლოკომოტივზე", არამედ "დინამო არენაზე" ჩატარდეს".

სფფ-ის გენმდივანმა დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველო-ყაზახეთის მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 34 /
შეყრის ეხლა ნახევარ დინამოს და შევრცხვებით მსოფლიო მაშტაბით და მერე იტყვის რა ვქნა რესურსი არ არისო
უიუი
14 მარტი 2016 16:54
0
გულდასაწყვეტია უცხოელი რომ დათანხმდა აანაზღაურების ამ პრინციპს და ქართველი არა.
რეალობა
14 მარტი 2016 16:01
0
კარგი იყო მილუტინოვიჩი მაგრამ საბანი არ გასწვდა ეტყობა
shah name
14 მარტი 2016 15:56
0
ეხ რომ იცოდე რა შარში ხარ.. ვაისს მალე ვაი- ვაის აძახებინებენ
nukri
14 მარტი 2016 15:19
0
გაცილებით უკეთესი ვარიანტია ვიდრე ველოდი,მთავარია პირველი მატჩები იყოს წარმატებული.
ლაშა
14 მარტი 2016 15:14
0
ბატონო ლევან ეს რა გააკეთეთ? მაინც იმედი მქონდა გეგუჩაძეს ჩააბარებდით ეროვნულ ნაკრებს!!!.
KGG
14 მარტი 2016 15:03
0
წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდს. უფალმა გვიშველოს კარგ ფეხზე ჩამოსულიყვეს სლოვაკი.
gizog
14 მარტი 2016 15:00
0
მწვრთნელი უკეთესია წინაზე, თუმცა შედეგი მაინც ვერ იქნება, რესურსი არ აქვს მაგისთვის. გამიხარდება თუ ვცდები
Giorgi
14 მარტი 2016 14:43
0
cvetshi egre dzmao mara imedi maqvs mogvitans warmatebas ))))) ikneb chvenc gagvaxaron :D rodesme
mecinabas
14 მარტი 2016 14:43
0
უი-ს გავეყარეთ და ვაი-სს შევეყარეთ ??? :)))
dave
14 მარტი 2016 14:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული