პრაღის "სლავიას" 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ახალი მწვრთნელის მოთხოვნებზე, საკლუბო ამბებსა და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება...
- ახალ მწვრთნელთან შეგუების პროცესი საინტერესოცაა და ზოგჯერ ძნელიც. თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვაისის მიერ მოთხოვნილ სისწრაფეებზე გადართვას მოახერხებთ?
- იცით, მე ასე ვიტყოდი: შეგვიძლია თუ არა, უნდა შევძლოთ და ახალი მწვრთნელის მოთხოვნები შევასრულოთ. ახლა ევროპაში სხვა სისწრაფეები და თამაშის დინამიკაა. ჩვენ თუ წარმატების მიღწევა გვინდა, და რა თქმა
- ერთია, რომ ვაისი აქცენტს სისწრაფეზე აკეთებს. მეორე მხრივ, საინტერესოა, ამის შესრულებას კონკრეტულად როგორ ითხოვს?
- გაცილებით სწრაფი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ! - ასეთია მისი მოთხოვნა. უნდა, რომ მაქსიმუმ ერთი-ორი შეხებით ვითამაშოთ და კართან სწრაფად მივიდეთ. აქცენტი აქვს გამართულ ტაქტიკაზე და ამაზე ცალკე სერიოზულად ვმუშაობთ.
მოკლედ, გველაპარაკება იმაზე, რაც თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნაა. გუნდში დიდი კონკურენციაა და ეს ძალიან კარგია. ესეც წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს.
- ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია და, თქვენი აზრით, ასეთი თამაში გამოგივათ? სისწრაფე ხომ ყოველთვის ჩვენი ნაკრების მინუსი იყო?
- ვცდილობთ, მოთხოვნებს ალღო ავუღოთ და იმედი მაქვს, თანამედროვე ფეხბურთს ვითამაშებთ. დროც არის, ამ მოთხოვნებს შევეჩვიოთ. იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო სწრაფად თამაშობს და ბურთის თრევის დრო აღარ არის.
პირადად მე ასეთი ფეხბურთი მომწონს. დარწმუნებული ვარ, სხვა ფეხბურთელებიც იმავეს ფიქრობენ, რადგან უმრავლესობა საკმაოდ კარგ გუნდებში თამაშობს და ჩვენგან არავის ესწავლება, მსოფლიო ფეხბურთში რა ტენდენციებია.
- ტემპი გასაგებია. პირველი ვარჯიშებიდან როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, ვაისი როგორი მწვრთნელია - ფრთხილი თუ რისკიანი?
- რაც დავინახე, შემიძლია დავასკვნა, რომ უყვარს ტექნიკური ფეხბურთელები და შეტევა. მე მასთან მუშაობა მომწონს.
- ისევე, როგორც თქვენ, ვაისმაც იცის გერმანული და რუსული. რომელ ენაზე გელაპარაკებათ?
- დიახ, გერმანული იცის, მაგრამ ნაკრების უფრო ბევრმა წევრმა რუსული ვიცით და ამიტომ ამ ენაზე გველაპარაკება. ენობრივი ბარიერი ნამდვილად არ შექმნილა.
- მეორე წელიწადია, პრაღის "სლავიაში" ხართ. გრძნობთ, რომ ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ სასურველ ფორმაში შეხვედით?
- ჩეხეთში რაც გადავედი, მას შემდეგ ბევრად უკეთესად ვარ. ფიზიკურ კონდიციებს არ ვუჩივი და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. ახლა მზად ვარ, სრულად დავიტვირთო, 90 წუთი ვითამაშო და სხვა ფეხბურთელებს კონკურენცია გავუწიო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
gia
26 მარტი 2016 13:46
ნაკრებში ოკუპანტების ენაზე ლაპარაკი სირცხვილია.ეს იგივეა რუსეტის ნაკრებში კარტულად რო იბაზრონ ხო სასაცილო იკნება?
რაებს ლაპარაკობ , რა მენტალიტეტი , რა მსოფლმხედველობა , რა დემიკრატია ... საერტოდ , რა გინდა დზამიკო ?
სად ერეკლე და სად ტეკლე ? რუსულად რომ არ ილაოარაკებ , ქაქუცა ჩოლოყაშვილი იქნები მაგით თუ ბერი თევდორე ?