შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს, მათი გაყიდვა კი 27 მარტიდან "დინამო არენის" სალაროებში დაიწყება.
აღნიშნულ შეხვედრას ყაზახური მედია, კერძოდ sports.kz-ი ეხმაურება და საკუთარი ნაკრების შანსებს აფასებს.
"სპარინგ-მატჩი გველის ქართველებთან. საქართველო, ჩვენთვის პრინციპული და ძლიერი მეტოქეა. დიდი იმედი გვაქვს, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი შეძლებს ამ რთული შეხვედრისთვის ფეხბურთელთა კარგად მოტივირებას.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენი ნაკრების ფორვარდებს
ბევრი რამ ცენტრზე იქნება დამოკიდებული. ვინ დაალაგებს თამაშს იქ, ვინ ითავებს ლიდერობას? კანდიდატურა ბაუირჟან ისლამხანია, მაგრამ, ვთქვათ და არ წაუვიდა მას თამაში, მერე?
საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი კარგად იცნობს ჩვენს ფეხბურთს და ისიც კარგად იცის, რომ სივრცეები უნდა ჩაგვიკეტოს, ჰაერი შეგვიზღუდოს. მისთვის ასეთ პრინციპულ მატჩში ის ამას აუცილებლად იზამს. და ვინ შეგვიცვლის ასეთ სიტუაციაში ბაუირჟანს? აქ დიდი კითხვის ნიშანია.
გასაგებია, რომ არა სამწვრთნელო შტაბის, არამედ მთლიანად ყაზახური ფეხბურთის ბრალია ის, რომ დღეს ჩვენს ფეხბურთელთა შორის მაღალი კლასის მოთამაშის პოვნა ძალიან ჭირს. ნუ, რას ვიზამთ... წინ პრინციპული შეხვედრა გველის და ვიმედოვნოთ, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ", - წერს გამოცემა.