ეს თუ მოხდა, მართლა სასწაული იქნება! - ლევან კობიაშვილი ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

სხვას საკითხებთან ერთად, სფფ-ის პრეზიდენტმა წარსულში საქართველოს ნაკრების წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ სასწაული იქნება, თუკი ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრას შეძლებს.

მკითხველი:
- ბატონო ლევან, როგორც ნაკრების ყოფილი წევრი, როგორ ფიქრობთ, რა არის ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?
- წარუმატებლობის ბევრი ფაქტორია. წარუმატებლობა, როგორც ასეთი, არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ - ის დიდი ხანია მოდის. ერთია, რომ მოლოდინი არის
სხვა და რეალურად ვართ სულ სხვაგან.

ყოველთვის გვაკლდა რაღაც-რაღაცები. ერთი მხრივ ის, რომ მე, როგორც სხვა ფეხბურთელებსაც, მაქსიმუმი არ გამიკეთებია - ამ საკითხში ძალიან თვითკრიტიკული ვარ. წარუმატებლობაში ყველას თავისი წვლილი მიუძღვის, მათ შორის, მეც, როგორც ყოფილ ფეხბურთელს.

პრობლემა იყო გუნდში ერთიანობის არქონაც. ფეხბურთელების ურთიერთობა, მეგობრობა მოედანს მიღმა მოედანზე არ ჩანდა. ძალიან პრობლემატური იყო გუნდური თამაშიც, კონცენტრირება მთლიანად მატჩზე - არც ეს ჩანდა.

არ ვიყავით ერთი ორგანიზმი. ახლაც და ჩემი ფეხბურთელობის დროსაც, ეს პრობლემა იყო. გარედან რომ შეხედავდი, იტყოდი, აი, რა კარგია, ფეხბურთელები ერთმანეთს ემეგობრებიან, კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ მოედანზე უკვე აღარ ჩანდა, რომ ერთი გუნდი ვიყავით, სადაც ყველა ერთმანეთს ეხმარება, აზღვევს, ამხნევებს...

ამის გარდა, ბევრი გარეფაქტორიც იყო - არამარტო მწვრთნელები, ზოგადად, საფეხბურთო პოლიტიკა, განვითარება...

- გამარჯობა, ლევან! როგორ ხედავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალს?
- კარგად ვიცი, დღეს რანი ვართ და სად ვართ. ნამდვილად ვერ დავგეგმავ და ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. ეს თუ მოხდა, მართლა სასწაული იქნება.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ წარმატების მიღწევამდე ძალიან ბევრი გვიკლია.

ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, მაგრამ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული - როგორ ვიმუშავებთ, ფეხბურთელები როგორ გაიზრდებიან, როგორ იმუშავებს მწვრთნელი, როგორ იქნება პროცესში ჩართული გულშემატკივარი და ა.შ.

დღეს ვამბობ, რომ ჩვენი მიზანია, ნაკრები გახდეს წარმატებული და ის ოცნება ყველამ ავიხდინოთ, მაგრამ რეალისტები ვიყოთ - ჩვენსა და ამ მიზანს შორის გარკვეული მანძილია, რომელიც წლების განმავლობაში უნდა შევამციროთ და უფრო რეალური გავხადოთ ოცნების ასრულება!

სრული "ინტერნეტკონფერენციის" ნახვა შეგიძლიათ აქ - ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბავშვთა ფეხბურთი უნდა ავიდეს სახელმწიფო-საყოველთაო კონტროლზე არა ისე როგორც ეხლაა ძმაკაცთა შვილთა შეკრება, მოვიწვიოთ უცხოელი ბავშვთა მწვრთნელები სად არიან დღეს თუნდაც დევდარიანი ავსაჯანაშვილი ასე არაფერი გამოგვივა.
zura
10:11 06-05-2016
0
ფაქტიურად ყველაფერი თავიდანაა დასაწყები,აქედან გამომდინარე ამას სამწუხაროდ დრო დასჭირდება...
მამუკა
13:01 30-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული