საქართველოს ნაკრები: ავსტრიული შეკრება დაიწყო, ჯანო ანანიძე ვერ ვარჯიშობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მაისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაიწყო. ჩვენმა გუნდმა, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ფელდკირხენში ივარჯიშა. წვრთნაში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ არიან გიორგი აბურჯანია (დღეს "ხიმნასტიკს" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მორიგი ტურის მატჩი აქვს) და გიორგი ჭანტურია (24 მაისს "დუისბურგის" შემადგენლობაში ითამაშა).

ნაკრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უახლოეს ამხანაგურ მატჩებში ჯანო ანანიძე გამოაკლდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი,
7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესკიშეჰირსპორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მაკარიძე-ლობჟანიძე-კვირკველია-კაშია-ცისკარიძე---კანკავა-აბურჯანია---ყაზაიშვილი-ოქრიაშვილი-ჭანტურია-ქვილითაია!!! ეს სემადგენლობა უნდა დააყენოს, 3 ფორვარდი ყავს გამოძახებული ყველაზე მეტი პრაქტიკა ქვილითაიას ააქვს, ცისკარიძე მებრძოლი ბიჭია და შანსი უნდა მიეცეს, დაცვის ცენტრი უკონკურენტოა და ძალიან კარგი, მარჯვენა ფლანგზე გვაქვს გარღვევა მაგრამ იმედია უჩა გამოსწორდება, კანკავა აბურჯანია უდაოდ საუკეთესოა ჩამშლელად, აბურჯანიას შეტევის დაწყებაც ეხერხება, ოქრი თავისი ნიჭის გამო უნდა იყოს ძირითადში თან ამ ბიჭს ნაკრებში მისდის თამაში, ვაკო -ჭანტურია მშვენიერ ფორმაში არიან! შესაბამისად ამ შემადგენლობით უნდა დაიწყოს ჩემი აზრით თამაში... ვაისის პირველი სერიოზილი გამოცდა იქნება ვნახოთ რაიქნება.. ყველაზე მთავარი ქვილითაია ის ფორვარდია რომელსაც თავით თამაში შეუძლია და დასწრებაზეც მშვენიერია.. წარმატებები ბიჭებს. პ.ს გოგუას არგამოძახება დიდი შეცდომაააა!!!!
c
25 მაისი 2016 14:18
0
2.1მოვიბტ გოლები დვალისჰვილი ყაზაისჰვილუ
Olego
25 მაისი 2016 14:18
0
მარცვალაძისნაირი სწრაფი და ტექნიკური ფორვარდები არ უნდა ეტყობა ამ კაცს
შყ
25 მაისი 2016 14:06
0
შეუტიეთ ბიჭებო. იქნებ 4 თავდამსხმელი გამოგვეყვანა, აჯობედა, ან 5 მთლად უკეთესი.
ამ ხალხს ფეხბურთი ჩაპაევობა გონია.
Seteva
25 მაისი 2016 14:02
0
არაფერი გვეშველება.
gio
25 მაისი 2016 13:54
0
3 ერთნაირი ფორმაციის ფორვარდის გამოძახება ძალიან არა საქმიანი გადაწყვეტილებაა...
zaza
25 მაისი 2016 12:26
0
იქნებ ვაისმა მაინც დააყენოს ორი ნომინალური თავდამსხმელი ძირიტად შემეადგენლობაში და შეტევითი ფეხბურთი ვცადოთ ამ ამხანაგურ მატჩებში. გავიგეთ რომ დაცვიაში ჩადგომა და "გოლის არგაშვება" ასე თუ ისე გამოგვდის
Eric cantona
25 მაისი 2016 11:59
0
მეიმედება რომ ანანიძე არ/ვერ ითამაშებს ნაკრებში და ნაკრები მის გარეშე უფრო ლოგიკური იქნება.
მეიმედება რომ თავს არ შეირცხვენს ნაკრები და თუ ვერ გაიმარჯვებს , სლოვაკეთთან 3-0 ზე მეტს არ წააგებს.
თუმცა სჯობს გაიმარჯვოს და რაღაც იმედის ნაპერწკალი აინთოს.
Guadua
25 მაისი 2016 11:24
0
მოგების დრო მოვიდა! წარმატებები!!!
სირბილის სწავლების ცენტრი
25 მაისი 2016 11:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული