საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან ამხანაგურად გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, გოლი კი უკვე მე-5 წუთზე გაუშვა. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე დუბლიც მიითვალა. ვაისის თანამემამულეებმა მესამე გოლი ნუკრი რევიშვილის კარში საჯირიმო დარტყმით 70-ე წუთზე გაიტანეს - თავი ადამ ზრელაკმა გამოიჩინა.

აქედან ზუსტად ერთ წუთში უკვე ლევან ყენიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი. ყენიამ ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან,
შემდეგ კი უძლიერესი დარტყმით გაიტანა. საბოლოოდ 1:3 და აშკარაა, საქართველოს ნაკრების თავკაცს საფიქრალი უხვად აქვს.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს.

ჩვენი გუნდი ავსტრიიდან ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს ამხანაგურად რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (79, ჯაბა ჯიღაური), თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (46, ლევან ყენია), სანდრო კობახიძე (46, ალეკო ამისულაშვილი), გიორგი ნავალოვსკი (66, ლაშა დვალი), ლევან მჭედლიძე (46, გიორგი ქვილითაია).

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 66 /
რა ფეხბურთის მომავალი ან რა ტლუ ცხადაძე!! ეს ბანდა დასაშლელეია ფედერაციიდან დაწყებული!! ესენი კი 250 მილიონს ტენიან, როცა ამ დაღლილ ჯორებს სირბილიც კი ეზარებათ!! ფეხბურთის ნაკრები არა ის!! ეს 250 მილიონს შეიტრუსავენ ისე რომ ვერც გავიგებთ!! ამ 250 მილიონით მეცნიერება ან განათლება დაგეფინანსებიათ, მაგრამ მაფიაა!!!
hm
27 მაისი 2016 21:53
0
ახალი 10 კლუბაინი ლიგები აღგვიზრდიან ფეხბურთის ლომებს, მთავარია იმედი არ დავკარგოთ რომ უახლოეს 80 წელიწადში ეს მართლაც ასე იქნება....
აბა თქვენი ზეიმის დროა ფეხბურთის სპეციალისტებო, ლეგიონერთა ნაკრების მოტრფიალენო და 10 კლუბიანი ჩემპის დამცველებო...დეგრადაცია აწი იქნება თუ იქნება,აქამდე მხოლოდ შესავალი იყო...
jango
27 მაისი 2016 21:48
0
კობიაშვილის ხუშტურებუს ბრალია ეს კველაპერი, ვაასი არა პეტრე,ცხადაძემ ზვლივს დაალაგა გუნდი და აატამაშა ასე ტუ ისე მახსიმალურად,ამან კი ადგა და ჯიბრიტ მოიშორა კახა. კობიაშვილმა ტავის ხუშტურებს ანაცვალა ქარტული პეხბურტის მომავალი
ხაშურსკი
27 მაისი 2016 21:35
0
საშინელი თამაში!!! ცხადაძის ნაკრები კიდევ ბევრჯერ მოგვენატრება!
zaza
27 მაისი 2016 21:35
0
რედაქტირება საქართველოს ნაკრები სლოვაკეთის ზამენების ზამენებთან დამარცხდა (ბრავო კობი ბრავო მაგარი მწვრთნელი მოიყვანე))))))))))
svani
27 მაისი 2016 21:33
0
ყოჩაღ კობის :)
giorgi
27 მაისი 2016 21:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული