საქართველოს ნაკრები: გიორგი ჭანტურია დაშავდა და დღეს რუმინეთთან ვერ ითამაშებს
გუშინვე, საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე (სადაც დღევანდელი მატჩი გაიმართება) ივარჯიშა, მანამდე კი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა:
"ეს იქნება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაში. რუმინეთის ნაკრები საფრანგეთში
ვფიქრობ, საინტერესო თამაში გამოვა. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ მოწინააღმდეგეს. ყველასთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.
რუმინეთს ჰყავს გამოცდილი მწვრთნელი, რომელმაც ბევრი დაამტკიცა. გუნდში არიან როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი ფეხბურთელები".
მატჩზე დასასწრები 25 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია. რაც შეეხება ადრიან მუტუს გაცილებას, ის თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს, მხოლოდ სამახსოვრო მაისურას გადასცემენ.
ვლადიმირ ვაისი კარპატელებთან მატჩისთვის ამ შემადგენლობას ამზადებს:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბ), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესქიშეჰირსფორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"