გურამ კაშია: მაქსიმუმი უნდა მივიღოთ ამ შეკრებიდან

AutoSharing Option
დღეს, 3 ივნისს, ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპული შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისის დროით 22:00 საათზე კონტინენტის პირველობის მონაწილე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.

რუმინეთი VS საქართველო - ვინ იქნება ჯარისკაცი და ვინ გენერალი?
ვლადიმირ ვაისი: ყველასთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ

მატჩის წინა დღეს ბუქარეტში გამართული ვარჯიშის შემდეგ სფფ-ის ოფიციალური გვერდისთვის კომენტარი გურამ კაშიამ გააკეთა:

"კარგია, რომ საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს, რადგან მწვრთნელს ეძლევა საშუალება, ნახოს ფეხბურთელები და შეარჩიოს ისინი მომავალი
საკვალიფიკაციო ციკლისთვის. ალბათ, ყველა ფეხბურთელს მიეცემა თამაშის შესაძლებლობა.

ორი კვირაა ერთად ვართ. საკმაოდ კარგი მეტოქეები გვყავს, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები. კარგი იქნება, თავი გამოვიჩინოთ თითოეულ შეხვედრაში. ამიტომ მაქსიმუმი უნდა მივიღოთ ამ შეკრებიდან.

კარგი თაობა მოდის და ამ თაობით შეიძლება კარგი შედეგის მიღწევა. სწორედ ასეთ თამაშებში უნდა დაანახონ საკუთარი თავი მწვრთნელს ფეხბურთელებმა".

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაშიამ თავის ინტერვიუში თქვა, რომ კითხეს ვიტესი უფრო გირჩევნია თუ ეროვნული ნაკრებიო თუ რაღაც ამგვარი კითხვა იყო ვერ განვასხვავებ უფრო ვიტესიო და არარი ეგ ღირსი აქ თამაშის. არანაკლები დაფასებულები იყვნენ კალაძე, კობი, იაშკა, ქინქი თავიანთ კლუბებში მაგრამ ნაკრები ყველაზე მაღლა ედგათ. წადი რა ბიძია რა! ის რომ სიყვარული დაიმსახურე ვიტესში გულიანად რომ თამაშობ იმიტო და ნაკრებში ფეხებს რომ უფრთხილდები და გკიდია ქართველი გულშემატკივარი იმიტო არ გაფასებთ ჩვენც! წაი ბიძია ჰოლანდიელებთან, ვნახავთ ვინმეს შენს ადგილზე.
gaushvit kashia
12:41 03-06-2016
0
სანამ მაგის ოფიციალურ სტატიას ინტერვიუ მანახე ერთი მაგას რო ამბობს მე არსად გამიგია და არ ვიცი საიდან მოგაქვს ეგ ინფორმაცია პროვოკატორი ხარ მგონი შენ )))
sdfs
13:37 03-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული