ვლადიმირ ვაისი: ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში...

AutoSharing Option
3 ივნისს, ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თამაში შეაფასა.

საქართველოს ნაკრები ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე ანგარიშით 1:5 დამარცხდა. ბუნებრივია, მატჩის შემდეგ სლოვაკი მთავარი მწვრთნელი გაოგნებული იყო:

საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში განადგურდა [VIDEO]

"ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ეს წარმოუდგენელია, რომ პირველ-ორ წუთში ორი გოლი გაუშვა. როგორია, ორი შეცდომა სტარტზე და თამაშს 0:2-ით იწყებ, ძალიან ძნელია...

სანაკრებო დონეზე მიუტევებელი შეცდომები დავუშვი. გვქონდა რაღაც შანსები, მაგრამ 1:5 დავმარცხდით და რუმინეთს უნდა
მივულოცოთ ეს გამარჯვება.

რუმინელებს კარგი ნაკრები გყავთ და გისურვებთ წარმატებებს საფრანგეთში", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 200 /
ვის არ წაუგია? მარგამ...
95 წუთი უჯიგროდ და ასე წლების მანძილზე?
შეხედეთ მორაგბეებს, კალათბურთელებს - აგებენ, მარგამ არაუჯიგროდ
ამიტომაც უყვარს ხალხს - დინამოს და სპორტის სასახელს ავსებენ !

მკვდარია ჩვენთან ფეხბურთი!
ჰმ...
16:05 06-06-2016
0
კიდევ ბევრი საშინელება გაქვს წინ, ვაისო, ამ ვაი ფეხბურთელების გადამკიდე
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული