ესპანეთი-საქართველოს წინ: დელ ბოსკე იმ შემადგენლობას დააყენებს, რომლის იმედიც ევრო 2016-ზე ექნება

AutoSharing Option
7 ივნისს საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - მადრიდის "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონ ესპანეთს ესტუმრება.

ესპანური მედიის ცნობით, ვისენტე დელ ბოსკე საქართველოს ნაკრებთან იმ სასტარტო შემადგენლობას გამოიყვანს, რომელსაც ევრო 2016-ის პირველ მატჩში ჩეხეთთან დააყენებს.

აღსანიშნავია, რომ 4 ივნისიდან სტადიონზე გამოფენილია ესპანეთის ნაკრების მიერ მოგებული ტიტულები: 2010 წლის მუნდიალის თასი და 1964, 2008 და 2012 წლების ევროპული ტროფეები. ფანებს ტიტულებთან ერთად ფოტოების გადაღება შეუძლიათ.

საქართველოს ნაკრებთან მატჩის ბილეთები 45-65 ევრო ღირს.

დელ ბოსკეს გუნდში გამოჯანმრთელდა ალვარო მორატა, რომელიც შაბათს ვერ ვარჯიშობდა. მას შეუძლია საქართველოს ნაკრებთან თამაში. სამაგიეროდ, მცირე ტრავმა მიიღო მარკ ბარტრამ, რომელიც მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი ევროპის ჩემპიონისთვის ბოლო რეპეტიციაა და გუნდი საფრანგეთში მიფრინავს. ესპანელებმა ამხანაგურ თამაშებში დაამარცხეს ბოსნია-ჰერცეგოვინა (3:1) და სამხრეთი კორეა (6:1). ნოლიტომ ამ ორ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

"მარკას" ცნობით, ესპანეთის ნაკრებში ორი საკითხი დარჩა გასარკვევი - ვინ იქნება ძირითადი მეკარე: იკერ კასილიასი თუ დავიდ დე ხეა და ვინ იქნება ძირითადი ფორვარდი: ალვარო მორატა თუ არიც ადურისი. დანარჩენ ცხრას კი, თითქოს, გარანტირებული აქვს სასტარტოში ადგილი. ესენია: ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, სილვა, ფაბრეგასი, კოკე.
მკითხველის კომენტარები / 16 /
უთავდამსხმელოდ მოიგეს ევროპა-მსოფლიო და ახლაც ამას აპირებენ?! მორატაც კარგია და ადურისიც,მაგრამ ესპანეთს უკეთესი ძირითადი ფორვარდი ეკადრება!
გაგა
10:30 07-06-2016
0
რას ამბობ გურო :D :D :D :D ჩრდილო ირლანდიის ნახევარი პრემიერლიგაში თამაშობს და როგორაა ჩვენი დონის :D :D და არც ისლანდიელები არიან ჩვენი დონის, ბევრად ძლიერები არიან, ერთი ესტონეთია ჩვენძე დაბალი დონის მაგრამ ეგენი ჩვენი ფეხბურთელებისგან განსხვავებით ფეხბურთს თამაშობენ
Akaki
01:34 07-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული