ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

AutoSharing Option
დღეს, 7 ივნისს, საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - მადრიდის "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა:

..."ჩვენთვის დიდი პატივი და ზეიმია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. ამ გუნდს ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრას უკეთ
ჩავატარებთ, ვიდრე ბოლო თამაშებს.

...რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი იქნება ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, ამაზე არ ვფიქრობთ, უბრალოდ, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ გავაკეთეთ ბოლო ორ შეხვედრაში, რომელიც ცუდად ჩავატარეთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს იმიჯზეც...

...ამ გუნდთან ერთად მხოლოდ ორი თვეა, რაც ვმუშაობ. სამუშაო კი ბევრია საიმისოდ, რათა ევროპულ დონეს მივაღწიოთ...

...რაც შეეხება გიორგი აბურჯანიას, ის დიდი მომავლის ფეხბურთელია. ამჯერად ვერ დაეხმარება "ხიმნასტიკს" და ითამაშებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ"...

უფრო საყურადღებო იყო ვაისის ეს განცხადება:

"რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. ამას გარდა, გუნდში პრობლემურია დისციპლინისა და ურთიერთგაგების საკითხიც".

გასაკვირი არ არის, რომ ვაისს ეს "რამდენიმე ფეხბურთელი" არ დაუკონკრეტებია. "ლელო" დაუკავშირდა მადრიდში მყოფ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ კომენტატორ ლევან ღუდუშაურს, რომელმაც ნაკრების მწვრთნელის სიტყვები დაგვიდასტურა და იგივე თქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ თოქ-შოუში ჩართვის დროსაც...

და კიდევ ერთი ინფორმაცია - რუმინეთთან მატჩში მიღებული მცირე ტრავმის გამო, შესაძლოა, ესპანელების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს ლევან მჭედლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 52 /
უის გავეყარე და ვაის-ს შევეყარეო ამაზეა ნათქვამი :)
Merab
07 ივნისი 2016 22:07
0
საცოდავი ესპანეთი, დაიღლება დღეს სირბილით, მარტო მაგათ ექნებათ ბურთი :):):)
Merab
07 ივნისი 2016 22:04
0
ნეტავ იმ რამოდენიმე ფეხბურთელში ამისულაშვილი და ლობჟანიძე შედიოდეს.
zaza
07 ივნისი 2016 21:44
0
რევაზ ძოძუაშვილი რომ იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შედეგებიც უკეთესი იქნება და ის 6-7 ფეხბურთელი აღარ იქნება ნაკრებში.
kaxi
07 ივნისი 2016 21:24
0
ქეცბაია ამას არ ამბობდა? გასაყრელია ნახევარი გუნდი ძალიან გაისქელეს და მართლა თავი მაგარი გონიათ.
ირაკლი
07 ივნისი 2016 20:48
0
რავი ამ სიტყვების გულისთვის ქეცბაია შევჭამეთ და ამას რა დამსახურებაა აქვს საქართველოს წინაშე ყველაზე წარუმატებელი მწვრტნელია 8 გოლი ორ თამაშში ესეთს იშვიათად იპოვი და დღეს გიდევ ასიამოვნებენ ვაის ამის შემდეგ შეგვეძლება სრული სურათი შევიქმნათ თუ რა გველოდება შესარჩევში ვაის მართლა ვაი
Mamuka
07 ივნისი 2016 17:24
0
მართალია მწვრთვნელი, ის ფეხბურთელები თუგინდ მესსი იყო, რომელიც დისციპლინას არხვევენ და თავგასულები არიან უნდა მოიკვეთონ, იმედია მალე მათი გვარებიც დასახელდება.
ფეოლა
07 ივნისი 2016 17:11
0
ბატონო akaki მე თქვეზე გაცილებით უფროსი ვარ და მოყვარულის დონეზე კარგად ვიცი ფეხბურთი,რა ინტერესი უნდა მქონდეს ვინმეს მიმართ,ეს ფაქტია,რამდენიმე წლის წინათ ასევე აქებდნენ:ანანიძეს,ყენიას,მჭედლიძეს,მათ ბრილიატებს უწოდებდნენ და მესებად მოიხსენიებდნენ,მაგრამ კარგად ვიცით რა შეგვრჩა ხელში,კი ბატონო კარგი გუნდია ხიმნასტიკი და თურქეთის ის კლუბიც,სადაც ოქრიაშვილი თამაშობს,მაგრამ მეორე ლიგა იმიტომ არის,მეორე,რომ ის სუსტია,იქ ნათამაშები ფეხბურთელი ვერ ქაჩავს ლალიგის და ინგლისის,თუ სხვა ძლიერი ჩემპიონატებიდან დაკომპლექტებული ფეხბურთელებით შედგენილ ნაკრებთან,რატომ,იმიტომ რომ მეორე ლიგაა და დონე დაბალია,ხოლო ევროპელი მამები თუ შენიშნავენ ტალანტებს,მეორე თუ მესამე ლიგაში ისინი გრანდებში მიჰყავთ,გაიგე ჩემო კარგო,თუ არადა დალპებიან ანანიძისავით მოსკოვის სპარტაკისთანა გუნდებში,ღმერთმა ქნას ტალანტები გახდნენ ჩვენი ბიჭები ეს ვის ეწყინება,პირიქით გაგვიხარდება,მაგრამ სანამ ამის საფუძველი არ არსებობს,მანამ დავანებოთ ამათ ქებას და დიდებას თავი,გაიგე ჩემო კარგო,რკინა,რაც არ უნდა კარგი იყოს ოქრო ვერ გახდება,თუმცაღა რკინაც საჭიროა,უბრალოდ არ იბრწყინებს და დაიჟანგება ხოლმე.
roma
07 ივნისი 2016 16:58
0
Mteli nakrebi gasashvebia. Ramdenime fexburteli ki ara aseti angarishebit tslebis ganmavlobashi ageb da erti nervic ar gitokdeba ragazea saubari. Dashalet nakrebi da miiwviet xalxi ubnebidan.asec vagebt da isec ra azri aqvs. Zato ubnidan tu miitsvevt xalxs ufro meti gulshematkivari mova tamashze da msoflioshic gagivardebat saxeli. Paralelurad gazardet bavshvebi daafinanset bavshvta fexburti, aashenet moednebi mospet proteqcionizmi da korufcia bavshvta fexburtshi, ganavitaret sportuli medicina da zogadad cxovrehis jansagi wesi kveba dieta da ash. Wylis sworad mugebac ar icis nakrebis 90% da ragazea saubari?! Plus federaciis hosebi gaushvit praktikrbze ragbis kabshirshi. Amoasxit ukve yelshi xalxs tqve umaqnisebo
123
07 ივნისი 2016 16:43
0
გურამი ეგ მწვრთნელი კაშია რომელმაც სკამზე დასვა თავისი მწვრთნელური ხუშტურების გამო მთელი ჰოლანდია გეტყვის რომ ფეხბურთის აზრზე არ არი და იმიტომაც აახვევინეს მანდედან, გურამ კაშია კი სეზონის ბოლოს სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს, ასე რომ კაშიაზე არაფერი გვაქ საწუწუნო ნეტა ყველა მაგის ნახევრს აღწევდეს ჩვენ ნაკრებში და მთელ სეზონში ეღთხელ მაინც მოხვდნენ კვირის სიმბოლურში მაინც მთლიანი სეზონისაზე არაფერს ვამბობ
Akaki
07 ივნისი 2016 16:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული