რა ვქნათ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ სამწუხარო რეალობა - თანამედროვე ფეხბურთში მართლაც თითზე ჩამოსათვლელია იმ ნაკრებთა რიცხვი, რომელთანაც საქართველოს დადებითი ბალანსი აქვს! მით უმეტეს, გამონაკლისი არც ესპანეთია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დროისთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან ჩატარებულ ორივე მატჩში ნამდვილად არ შევრცხვენილვართ!..
ისე, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ
ისე, ამ წაგებებიდან გამომდინარე, საერთოდ უარი ხომ არ გვეთქვა მაისის ბოლოსა თუ ივნისის პირველ რიცხვებში სპარინგების ჩატარებაზე?
ხუმრობა იქით იყოს და, აქ აღარ დავთრგუნავთ მკითხველს და არ ჩამოვთვლით იმ თამაშებს, სხვადასხვა დროს ამ პერიოდში რომ წაგვიგია. ამ ფიასკოების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ისიც ყოფილიყო, რომ ჩვენი ნაკრების წევრთა ძალიან დიდი ნაწილი მოახლოებულ შვებულებაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე ამ კონკრეტულ მატჩებზე...
არნახული აჟიოტაჟი და ღირსეული მარცხი
ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ერთობ "პოპულარული" გახდა ისეთი ტერმინი, როგორიცაა - "ღირსეული მარცხი"! ანუ, როცა იმით ვხარობდით, რომელიმე გრანდთან ერთი ან ორი ბურთით რომ ვაგებდით და სწორედ ასეთი "ღირსეული მარცხი" იყო ესპანეთის ნაკრებთან საშინაო მატჩში წაგებაც - მატჩში, რომელმაც, მოლოდინისამებრ, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს შორის: თბილისში ხომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები ჩამოდიოდა - პლანეტის უძლიერესი გუნდი! იმასაც შეგახსენებთ, რომ ის ციკლი (2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი) საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო: ბელორუსის ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილის მართლაც ჩინებული გოლით მოვუგეთ.
აი, მომდევნო მატჩს კი ისეთ მეტოქესთან ვატარებდით, არავის უნდა გაგვკვირვებოდა ჩვენი ნაკრების იმდროინდელი თავკაცის, თემურ ქეცბაიას მიერ არჩეული სათამაშო სქემა, როცა ძირითადში 5 ნომინალური მცველი და 2 თავდაცვაზე ორიენტირებული ნახევარმცველი დააყენა.
ამ ტაქტიკამ თითქმის გაამართლა: იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ჩემპიონებს არნახულად დიდი უპირატესობა ჰქონდათ (აღარც გვინდა ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლის გახსენება), თამაში დასასრულს უახლოვდებოდა და ესპანეთი გოლის გატანას ვერ ახერხებდა!
ეგ კი არა, ჩვენ შეგვეძლო ანგარიშის გახსნა: მეტოქის საჯარიმოში თორნიკე ოქრიაშვილის აქტიურობის შემდეგ ბურთი ჩვენს ცენტრალურ მცველს, ალექსანდრე ამისულაშვილს მიუვიდა, რომლის "ცაციათი" დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა!
ესპანეთთან ჩატარებულ იმ მატჩს ერთი გმირიც ჰყავდა: ჩვენმა მეკარემ, გიორგი ლორიამ მართლაც საოცრებები აკეთა და მეტოქეთა ვარსკვლავების (ჩავი, ანდრეს ინიესტა, სერხიო რამოსი) ერთმანეთზე ურთულესი დარტყმები მოიგერია.
სამწუხაროდ, მატჩის ბოლოს, ესპანელებმა ფლანგებზე "აგვიკლეს" და რობერტო სოლდადომაც ახლო მანძილიდან შეძლო შეცვლაზე შემოსული როინ კვასხვაძის კარში გოლის გატანა...
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
პირველ ტურში ბელორუსთან მოგება იმ შესარჩევ ციკლში პირველი და უკანასკნელი წარმატება გამოდგა. ასე რომ, ციკლის ბოლო მატჩი ჩვენი ნაკრებისათვის სრული ფორმალობა იყო და, ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, თუ როგორი არაოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრა საქართველოს ნაკრები ესპანეთში.
ოღონდ "არაოპტიმალური" კიდევ რბილად ნათქვამია, რამეთუ დისკვალიფიკაციის, ტრავმებისა და კიდევ სხვა (ობიექტური თუ სუბიექტური) მიზეზების გამო ჩვენს ნაკრებს, სულ მცირე, 6-7 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა!
თავის მხრივ, გარკვეულ ექსპერიმენტებს ესპანელთა მართლაც გენიალურმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემაც მიმართა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი იმაში, რომ "ფურია როხას" ამჯერადაც უდიდესი უპირატესობა ჰქონოდა: თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს და ანდრეს ინიესტას მშობლიურ ქალაქ ალბასეტეში გამართულ იმ მატჩში უპრობლემოდ გაიმარჯვეს...
ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი
11.09. 2012. თბილისი. "ბორის პაიჭაძე". 55 000 მაყურებელი
საქართველო-ესპანეთი 0:1
გოლი: 0:1 სოლდადო (86)
საქართველო: ლორია (73. კვასხვაძე) - უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, დ. კვირკველია - კაშია, დაუშვილი - თარგამაძე (64. ძალამიძე), კანკავა, ოქრიაშვილი - მჭედლიძე (79. სირბილაძე).
სათადარიგოები: ხუბუტია, გრიგალავა, რეხვიაშვილი, გ. ფოფხაძე, მაისურაძე, გორგიაშვილი, ს. გურული, ანანიძე, მიგინეიშვილი.
კაპიტანი: ჯაბა კანკავა
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
ესპანეთი: კასილიასი - არბელოა (80. ფაბრეგასი), სერხიო რამოსი, პიკე, ალბა - ბუსკეტსი (57. პედრო) - სილვა (64. კასორლა), ჩაბი ალონსო, ჩავი, ინიესტა - სოლდადო.
კაპიტანი: იკერ კასილიასი
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
არბიტრი: ს. მოენი (ნორვეგია)
15.10.2013. ალბასეტე. "კარლოს ბელმონტე". 16 000 მაყურებელი
ესპანეთი-საქართველო 2:0
გოლები: 1:0 ნეგრედო (26), 2:0 მატა (61)
ესპანეთი: კასილიასი - ხუანფრანი, სერხიო რამოსი, პიკე, მორენო - ბუსკეტსი - ხესუს ნავასი, ჩავი (66. კოკე), ინიესტა (82. ისკო), პედრო (58. მატა) - ნეგრედო.
კაპიტანი: იკერ კასილიასი
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
საქართველო: ლორია - უ. ლობჟანიძე, ხიდეშელი, ხუბუტია, დ. კვირკველია - კაშია, ძარია - ე. გრიგალაშვილი (75. ხმალაძე), შ. გრიგალაშვილი (70. ებრალიძე), კობახიძე - გელაშვილი (87. მოდებაძე).
სათადარიგოები: თომაშვილი, კვახაძე, გ. ფოფხაძე, ღვინიანიძე, ბ. ცხადაძე, დვალიშვილი, კვასხვაძე, ნ. რევიშვილი
კაპიტანი: გურამ კაშია
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
გაფრთხილება: ხუბუტია
არბიტრი: ფ. მაიერი (გერმანია)
ჯგუფში თქვენი ადგილი არ არისო...
საკლუბო დონეზე ქართული და ესპანური გუნდები მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სწორედ მაშინ (1998 წელს) ვიყავით ყველაზე ახლოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასთან! რა თქმა უნდა, აშკარაზე მეტი იყო "ატლეტიკისა" და "დინამოს" საპასუხო მატჩში არბიტრ ლასლო ვაგნერის ტენდენციურობა: 90 წუთის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა გადაწყვეტილებას მასპინძელთა სასარგებლოდ რომ იღებდა.
ეგ კი არა, "დინამოს" 2 ან 3 გოლი რომ გაეტანა, უნგრელი მსაჯი "რაღაცას მოიფიქრებდა" და თამაშს ისეთი შედეგით დაამთავრებდა, იმ შემოდგომაზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "იუვენტუსთან", "ოლიმპიაკოსთან" და "რუსენბორგთან" ერთად მაინც ბილბაოს "ატლეტიკი" იქნებოდა და არა - თბილისის "დინამო".
არადა, ბასკებთან ორივე მატჩი არაოპტიმალური შემადგენლობით ჩავატარეთ: დისკვალიფიკაციის გამო პირველ მატჩში ლევან კობიაშვილი გვაკლდა, საპასუხოში კი - რატი ალექსიძე.
ამის მიუხედავად, მურთაზ ხურცილავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" ორივე მატჩში ღირსეულად ეთამაშა ლუის ფერნანდესის დამოძღვრილ "ატლეტიკს", რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გამოდიოდა - ხოსება ეჩებერია, იულენ გერერო, ისმაელ ურსაისი...
ჩემპიონთა ლიგა. II საკვ. ეტაპი
12.08. 1998. თბილისი. "ბორის პაიჭაძე". 13000 მაყურებელი
დინამო (თბ)-ატლეტიკი 2:1
გოლები: 1:0 ხომერიკი (15), 2:0 ცქიტიშვილი (30), 2:1 იმასი (46)
დინამო: გვარამაძე, ი. მახარაძე, დიდავა, ზ. ჯელაძე, გუჩუა, ცქიტიშვილი, კიკნაძე, დ. მუჯირი (87. მელქაძე), ალექსიძე, აშვეთია, ხომერიკი (90. გ. შენგელია).
არბიტრი: რ. პედერსენი (ნორვეგია)
26.08. 1998. ბილბაო. "სან მამესი". 35 000 მაყურებელი
ატლეტიკი-დინამო 1:0
გოლები: 1:0 ხოსება ეჩებერია (52)
დინამო: გვარამაძე, ი. მახარაძე, დიდავა, ზ. ჯელაძე, კობიაშვილი, ცქიტიშვილი, გუჩუა, კიკნაძე, მუჯირი, აშვეთია (53. მელქაძე), ხომერიკი.
არბიტრი: ლ. ვაგნერი (უნგრეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"