Marca: ეს იგივეა, რომ ტანზანიასთან წაგვეგო...

AutoSharing Option
ესპანეთის ყველაზე პოპულარული გაზეთი Marca წერს, რომ საქართველოსთან მარცხი მათი ნაკრებისთვის ტანზანიასთან წაგების ტოლფასია, რადგან ეს გუნდი 136-ე ადგილზეა ფიფას რეიტინგით და უშუალოდ უსწრებს საქართველოს ნაკრებს. ხოლო ჩვენების შემდეგ მოდის აზერბაიჯანის ნაკრები.

"წარმოიდგინეთ, წავაგეთ გუნდთან, რომელმაც ბოლოს მოუგო გიბრალტარს", - წერს გამოცემა. "ჩვენი ნაკრების მატჩებს რომ გადავხედოთ, შინ ასეთი სამარცხვინო მარცხი ბოლოს არ გვახსენდება. საქართველო ნამდვილად არ არის საფეხბურთო გრანდი. ის 137-ეა მსოფლიო რეიტინგში და ახლახან წააგო რუმინეთთან 5:1. ამ ნაკრებმა ბოლოს 2014 წელს მოიგო სტუმრად თამაში და ეს იყო გიბრალტარის
ნაკრებთან.

საქართველოს ნაკრები, როგორც წესი, თანაბრად ეთამაშება ხოლმე ალბანეთის ნაკრებს, რომელთანაც ყველაზე მეტი მოგება აქვს ისტორიაში; ბელორუსს, ესტონეთს... გამარჯვება ესპანეთთან, თანაც, სტუმრად, ამ ფეხბურთელებისათვის საოცნებოც არ იყო. ამიტომაც მათ ეს მოგება ისე იზეიმეს, თითქოს, მსოფლიოს ჩემპიონატი მოეგოთ.

ფაქტია, საქართველოს ნაკრებისთვის ეს მოგება ისტორიულია და ის საქართველოში არასოდეს დაავიწყდებათ.

ესპანეთის ნაკრებს ადრეც დაცდენია ფეხი ამხანაგურ მატჩებში, მაგრამ ეს იყო ძლიერ მეტოქეებთან. არადა, ახლახან გუნდმა ჩინებულად ითამაშა სამხრეთ კორეის ნაკრებთან, რომელიც 6:1 გაანადგურა. ამიტომაც ასეთი თამაში საქართველოსთან ძალზე მოულოდნელი იყო", - წერს გაზეთი.

- "ძაან ბევრი მომივიდა დალევა თუ მართლა მოვიგეთ?" - ქართველების კომენტარები

- უცხოური მედია: "მშიშარა ესპანეთი და საქართველოს პრესტიჟული მოგება"

- ესპანეთი-საქართველოს მატჩის ყველაზე უსიამოვნო მომენტი [VIDEO]

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO]

- ესპანური პრესა დღეს: ესპანეთი საქართველოსთან დაეცა [PHOTO]

- ლევან კობიაშვილისა და ნაკრების ფეხბურთელების სიხარული გასახდელში [PHOTO]

მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ კატეგორია - ეროვნული ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 17 /
შიგ ფურია როხადან გამოიღონ, ჩვენს ყიფიანს მაგათმა ანხელმა 1981 წელს რომ ფეხი მოტეხა დღესაც გვახსოვს, ჰოდა იყონ ახლა ასე : D
0
რა აღნიშნეს ასეთი ამხანაგური თამაში მოიგეს მეტი ვერაფერი, ოფიციალურ თამაშებში ქნან თუ მაგრები არიან.
კოლა
17:54 08-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული