მერამდენე ადგილზე იქნება საქართველოს ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩებს ფიფას რეიტინგში 137-ე ადგილზე შეხვდა. 7 ივნისს ვლადიმირ ვაისის გუნდმა მოულოდნელად ევროპის ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა. საინტერესოა, რას შეგვმატებს ეს მოგება ფიფას ახალ რეიტინგში.

რეიტინგი ბოლო 48 თვის შედეგების მიხედვით ითვლება. ითვალისწინებენ კონფედერაციის სიძლიერეს, მატჩის მნიშვნელობასა და მეტოქის სიძლიერეს. მოკლედ, ქულები რამდენიმე ნიუანსისგან ჯამდება და ეს ყველაფერი მრავლდება კონკრეტულ მატჩში მიღებულ ქულაზე (ფრე - 1 ქულა, მოგება - 3 ქულა).

რუმინელებთან მარცხმა, ბუნებრივია, არაფერი არ მოგვცა - 0 ქულა. აი, ესპანეთთან მოგებამ კი ერთბაშად 115 ქულა (!)
შეგვმატა. ეს მაშინ, როცა ამჟამად 48 თვის ჯამში გვაქვს 260 ქულა.

ახალ რეიტინგში ჩამოგვშორდება 2012 წლის მაისში დაგროვილი ქულები, მაგრამ სანერვიულო არაფერია - მაშინ ჩვენ თურქეთთან 1:3 დავმარცხდით და ქულები რეიტინგს ვერ შევმატეთ.

ასე რომ, ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრებს 375 ქულა ექნება. ეს კი დაახლოებით 90-ე-95-ე ადგილებზე გაგვიყვანს მომავალი თვის რეიტინგ-ლისტში.
მკითხველის კომენტარები / 16 /
არავის არ ვიცავ მაგრამ არაბიძე რომ ეწევა ეს სიმართლეა.ჩემი სკოლელი და ძმაკაცი ანრი წულუკიძე მიიწვიეს შარშან მარტში ლოკომოტივში(აიყვანეს კიდეც მაგრამ ჯერ 17წლამდელებშია)არაბიძესთანაც დაახლოვდა და მანაც მომიყვა რომ გიორგი მართლა ეწევა.მაშინ არაბიძის თამაში მარტო 17წლამდელებში მქონდა ნანახი და მევასებოდა.ასე რომ სიმართლეა ამ პატივცემულის კომენტარი იმის შესახებ რომ არაბიძე ეწეოდა ბარში
გიორგი
14:34 09-06-2016
0
GIGAS-ს. ღმერთმა ვაჟკაცები გაგიზარდოს, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები. ვერ ვიჯერებ, რომ არაბიძე იყო და თანაც 1 საათში 1 "პაჭკა" სიგარეტი მოწია. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. მაგის გადამოწმებაც შეიძლება.ამისათვის საჭიროა მაცნობო. თუ გახსოვს, რომელ რიცხვში, რომელ სათებში და რომელ რესტორანში ხდებოდა ეს ყველაფერი. ძალიან გთხოვ მაცნობო. მერე მე ვიცი.
გიგა
11:55 09-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული