მერამდენე ადგილზე იქნება საქართველოს ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩებს ფიფას რეიტინგში 137-ე ადგილზე შეხვდა. 7 ივნისს ვლადიმირ ვაისის გუნდმა მოულოდნელად ევროპის ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა. საინტერესოა, რას შეგვმატებს ეს მოგება ფიფას ახალ რეიტინგში.

რეიტინგი ბოლო 48 თვის შედეგების მიხედვით ითვლება. ითვალისწინებენ კონფედერაციის სიძლიერეს, მატჩის მნიშვნელობასა და მეტოქის სიძლიერეს. მოკლედ, ქულები რამდენიმე ნიუანსისგან ჯამდება და ეს ყველაფერი მრავლდება კონკრეტულ მატჩში მიღებულ ქულაზე (ფრე - 1 ქულა, მოგება - 3 ქულა).

რუმინელებთან მარცხმა, ბუნებრივია, არაფერი არ მოგვცა - 0 ქულა. აი, ესპანეთთან მოგებამ კი ერთბაშად 115 ქულა (!)
შეგვმატა. ეს მაშინ, როცა ამჟამად 48 თვის ჯამში გვაქვს 260 ქულა.

ახალ რეიტინგში ჩამოგვშორდება 2012 წლის მაისში დაგროვილი ქულები, მაგრამ სანერვიულო არაფერია - მაშინ ჩვენ თურქეთთან 1:3 დავმარცხდით და ქულები რეიტინგს ვერ შევმატეთ.

ასე რომ, ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრებს 375 ქულა ექნება. ეს კი დაახლოებით 90-ე-95-ე ადგილებზე გაგვიყვანს მომავალი თვის რეიტინგ-ლისტში.
მკითხველის კომენტარები / 16 /
თამაშის ხარისხი კატასტროფულია,ამ თამაშს ჯობდა ხარისხით გერმანიასთან წაგებული თამაში. თუ სადმე გასვლა გვინდა (ევროპა, მსოფლიო) ფეხბურთელებია საჭირო და არა რეიტინგი
temo
20:41 08-06-2016
0
ფიფა-ს ვებ გვერდზე მოსალოდნელ ქულად მითითრბულია 318 ანუ გაიზრდება მხოლოდ 58-ით
pele
20:48 08-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული