საქართველო VS ავსტრია - არ გვეშინია!

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ჩაებმება. ვლადიმირ ვაისის გუნდი, რომელიც D ჯგუფში გამოდის, პირველ შეხვედრას ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთან თბილისში, "დინამო არენაზე" გამართავს.

შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩის წინ ბოლო ვარჯიში 4 სექტემბერს, თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ჩაატარა, მანამდე კი "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა და ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ უპასუხეს.

- ვლადიმირ ვაისი: ავსტრია ძლიერია, პატივს ვცემთ,
მაგრამ არ გვეშინია!

- მარსელ კოლერი: ანალიზმა გვიჩვენა, რომ ქართველებსაც შეუძლიათ კარგი ფეხბურთის თამაში

საქართველოს ნაკრებს ბოლო მომენტში ტრავმების გამო გამოაკლდნენ ოთარ მარცვალაძე და გიორგი აბურჯანია, ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა ეროვნულიდან ახალგაზრდულ ნაკრებში მწვრთნელთა გადაწყვეტილებით გადაინაცვლა.

საქართველოსა და ავსტრიის მატჩს ბელორუს მსაჯთა ბრიგადა განსჯის. არბიტრი 36 წლის ალექსეი კულბაკოვი იქნება. მას ვიტალი მალიტინი, ოლეგ მასლიანკო და დენის შჩერბაკოვი დაეხმარებიან. უნდა ითქვას, რომ არბიტრი კულბაკოვი მის სტატისტიკაზე თვალის ერთი გადავლებით არც ისე მკაცრია. ყოველ შემთხვევაში, მას ბოლო შეხვედრებში ყვითელი ბარათი არ გამოუყენებია.

რაც შეეხება შესარჩევ D ჯგუფში ჩვენს სხვა მეტოქეებს, დღესვე ითამაშებენ სერბეთი-ირლანდია (22:45) და უელსი-მოლდოვა (22:45).

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია)

მცველები:
უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი (ორივე - დინამო, თბ), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბ), ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბ);

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბ), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი).

მწვრთნელი:
ვლადიმირ ვაისი.

ავსტრიის ნაკრები:
მეკარეები: რობერტ ალმერი (აუსტრია), ანდრეას ლუკსე (ალტახი), რამაზან იოზკანი (ლევერკუზენი, გერმანია);

მცველები:
ალექსანდარ დრაგოვიჩი (ლევერკუზენი, გერმანია), მარტინ ჰინტერეგერი (ზალცბურგი), ფლორიან კლაინი (შტუტგარტი, გერმანია), სებასტიან პრიოდლი (უოტფორდი, ინგლისი), მარკუს ზუტნერი (ინგოლშტადტი, გერმანია), შტეფან შტანგლი (ზალცბურგი), კევინ ვიმერი (ტოტენჰემი, ინგლისი);

ნახევარმცველები: დავიდ ალაბა (ბაიერნი, გერმანია), მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი, ინგლისი), იულიან ბაუმგარტლინგერი (ლევერკუზენი, გერმანია), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი, გერმანია), შტეფან ილზანკერი (ლაიპციგი, გერმანია), ზლატკო იუნუზოვიჩი (ვერდერი, გერმანია), ვალენტინო ლაზარო (ზალცბურგი), მარსელ ზაბიტცერი (ლაიპციგი, გერმანია), ლუის შაუბი (რაპიდი), ალესანდრო შიოპფი (შალკე);

თავდამსხმელები:
მიხაელ გრეგორიჩი (ჰამბურგი, გერმანია), ლუკას ჰინტერზეერი (ინგოლშტადტი, გერმანია), მარკ იანკო (ბაზელი, შვეიცარია).

მწვრთნელი:
მარსელ კოლერი.
მკითხველის კომენტარები / 38 /
მარცვვალაძის იმედი მქონდა და იმასაც ტრამვა მიუღია ((((
ვახო
05 სექტემბერი 2016 11:57
0
სადაა ავსტრიის მოსაგები? როგორც 75 წლის წინ გადავუარეთ მაგათ, ეგრე უნდა მოვუგოთ!
guja
05 სექტემბერი 2016 11:54
0
აუფ, არ ეშინიათ :D

რომელი 300 სპარტანელები ეგენი არიან :D
giga
05 სექტემბერი 2016 11:37
0
ამ ჯგუფიდან რომ გავიდეთ, რუსეთში სათამაშოდ არ წავალთ და ამიტომ რისთვის უნდა მოვიგოთ, თუ მანამდე ცხადია პუტინი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს არ დააბრუნებს, ასეა ეს!!!!
zviadi
05 სექტემბერი 2016 11:37
0
ნუ ხართ პესიმისტები! ლორია ბურთს არ გაუშვებს, ხოლო ჯანოს ჯგუფი გაიტანს და რატომ უნდა წავაგოთ? წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს შორეული ბანგლადეშიდან!
ნოდარი
05 სექტემბერი 2016 11:30
0
საქართველოს+რუსეთის ჩემპიონატი, ბუნდენსლიგის წინააღმდეგ :)
Eric cantona
05 სექტემბერი 2016 10:30
0
ფრე თუ ვითამაშეთ კარგი შედეგი იქნება...
მთავარია ალაბა და არნაუტოვიჩი გავაჩეროთ...
აჩიკო
05 სექტემბერი 2016 10:19
0
როგორ არ მოგბეზრდათ ეს "ოპტიმიზმი" ყოველი მატჩის წინ?
"საქართველო VS ავსტრია - არ გვეშინია!"-სულ ვაგებთ და რაგა დგეს შეგვეშინდება?
firo
05 სექტემბერი 2016 10:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული