- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]
ბელგრადში გამართულ საფეხბურთო თრილერში დაზავდნენ სერბეთი და ირლანდია, უელსმა კი შინ გაანადგურა მოლდოვა.
სერბეთი ირლანდიაზე უკეთესი იყო და უფრო მწვავედაც უტევდა, მაგრამ ეს ყოველთვის როდი მოასწავებს უეჭველ გამარჯვებას. ირლანდია თამაშის დასაწყისშივე დაწინაურდა, როცა ჰენდრიკმა გოლად გარდასახა ლონგის პასი.
მეორე ტაიმში კოსტიჩმა ტადიჩის გადაცემით გაათანაბრა ანგარიში, რასაც მალე სერბთა მეორე გოლი მოჰყვა - ამჯერად, ტადიჩმა თავად გაიტანა (პენალტი) და მასპინძელი
უტეხმა ირლანდიამ მეტოქეს ქულა მაინც გამოგლიჯა - მერფიმ ბრეიდის პასით გაიტანა.
უელსმა მოლდოვას გადაუარა. დიდებული იყო გარეთ ბეილი. უელსელთა მიერ გატანილი 4 გოლიდან 2 მან მიითვალა და ერთი საგოლე პასიც დააყოლა. ახლა ბეილი 24 გოლით მეორეა იან რაშის (28) შემდეგ ყველა დროის უელსელ ბომბარდირთა შორის.
საერთოდ, უელსმა ლაღად ითამაშა. ბრიტანელებს, რომელთაც აარონ რემზი აკლდათ, ერთი ამდენი კიდევ უნდა გაეტანათ.
მუნდიალი 2018. შესარჩევი. D ჯგუფი. I ტური
სერბეთი-ირლანდია 2:2
გოლები: 0:1 ჰენდრიკი (3), 1:1 კოსტიჩი (62), 2:1 ტადიჩი (69-პენ), 2:2 მერფი (81)
სერბეთი (3-4-3): რაიკოვიჩი - ივანოვიჩი, ნასტასიჩი, ვუკოვიჩი - რუკავინა, გუდელი, მილივოიევიჩი, მლადენოვიჩი (76. ტოშიჩი) - ტადიჩი, მიტროვიჩი (59. პავლოვიჩი), კოსტიჩი (82. კატაი).
ირლანდია (4-3-3): რენდოლფი - კოულმენი, ო"ში, კეფი, უარდი (70. უარდი) - ჰენდრიკი (75. მერფი), უელანი, ბრედი - უოლტერსი, ლონგი (90. კლარკი), მაკკლინი.
გაფრთხილება: ნასტასიჩი (72), კატაი (83) - უარდი (21), ჰენდრიკი (27), ბრეიდი (60), უელანი (88)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 17-8 (8-5); ბურთის ფლობა: 58%-42%.
უელსი-მოლდოვა 4:0
გოლები: 1:0 უოკსი (38), 2:0 ალენი (44), 3:0 ბეილი (51), 4:0 ბეილი (90-პენ)
უელსი (5-3-2): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი (82. კოლინზი), ბ. დევისი, ნ. ტეილორი - ალენი, ლედლი (67. ჰავსი), ე. კინგი - უოკსი (75. რობსონ-კანუ), ბეილი.
მოლდოვა (5-3-2): ჩებანუ - კოჟოკარი, კაშკავალი, ეპურეანუ, არმაში, იარდანი - გაცკანი, ჩებოტარუ (75. სიდორენკო), იონიცა - გინსარი (75. ბუგაევი), დედოვი (85. მიხაილოვი).
გაფრთხილება: - დედოვი (11)
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 6-16; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-3 (6-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მომდევნო მატჩები
6 ოქტომბერი
ირლანდია-საქართველო
ავსტრია-უელსი
მოლდოვა-სერბეთი
9 ოქტომბერი
უელსი-საქართველო
მოლდოვა-ირლანდია
სერბეთი-ავსტრია
12 ნოემბერი
საქართველო-მოლდოვა
ავსტრია-ირლანდია
უელსი-სერბეთი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"