ვლადიმირ ვაისი: ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ის ტოვებს საქართველოს ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ალექსანდრე ამისულაშვილის განცხადებას სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

- ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!

"ამისულაშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ასევე ძალიან კარგი ადამიანია. მან ეს დაამტკიცა თავისი მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, როგორც ნაკრებში, ისე კლუბში თამაშისას.

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ის ტოვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ შემატყობინა და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია მისი გადაწყვეტილება.

ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ამ ნახევარი წლის მანძილზე გვერდში მედგა. მისი
აზრი, როგორც დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშის, ჩემთვის გასათვალისწინებელი იყო, განსაკუთრებით, ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობისას. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში" - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

ამისულაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს საქართველო-სამხრეთ აფრიკის ამხანაგური დაპირისპირებისას შედგა და მას შემდეგ, 2016 წლის ჩათვლით, მან ნაკრების მაისურით 50-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი კაცი ხარ ამისულ გენაცვალე მადლობა რაც გააკეთე ნაკრებისთვის
aleqsi
18:24 09-09-2016
0
ამისულაშვილს წარმატებები ცხოვრებაში! ერთი ვერ გამიგია ვაისს რაზე წყდება გყლი????? ყველა თამაში ჩაუგდო ამისულაშვილმა, რუმინეთთან საერთოდ "ისტორიული" თამაში შეასრულა....თუ შეგიძლია ახალი გუნდი გააკეთე თუ არა და წადი რა შენც
პაატა
18:38 09-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული