[ოთხშაბათის საკითხავი] ვათამაშოთ, წუთით მაინც ვათამაშოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კარს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ადგას, მაგრამ ქართულ ფეხბურთში არის სხვა მწვავე თემაც და ეს თემა უკავშირდება დონეცკის "შახტარის" ჩვენებურ ტალანტს, გიორგი არაბიძეს...

გიორგი არაბიძის კარიერა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ბოლო დროს ისე ვერ აეწყო, როგორც ამას ყველა ვისურვებდით. ამას აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, თუმცა ჩვენი წერილის მთავარი თემა ეს არ არის. ამ წერილის მიზანია, მცირე წვლილი მაინც შეიტანოს საქართველოსთვის ამ ტალანტის შენარჩუნების საშურ საქმეში.

მოკლედ გავიხსენოთ დღევანდელი ვითარება: არაბიძეს არ უთამაშია საქართველოს მთავარ გუნდში, მისი გადაბირება კი
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რათა ის ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში ათამაშოს, მერე კი, თუ პროგრესი გაგრძელდა, ეროვნული გუნდის მაისურაც მოარგოს.

- გიორგი არაბიძე: საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა. მაგრამ დრო გადის და არ მიწვევენ
- გიორგი არაბიძეს უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობენ, მაგრამ...

გარედან ისე ჩანს, რომ არაბიძე გამწყრალია საქართველოს ახალგაზრდული თუ ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელებზე. დაახლოებით ვიცი, რა და როგორ იყო ამ რთულ ამბავში. ისიც ვიცი, რომ არაბიძეს არ აქვს "ტკბილი და მურაბა" ხასიათი, მაგრამ... ამ თემას ქვემოთ აუცილებლად დავუბრუნდებით.

ახლა კი დავწერ მთავარს - შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს არაბიძის თამაშის მანერა, მაგრამ რომელ ბანაკშიც უნდა იყო, აუცილებლად უნდა აღიარო: არაბიძე არის ტალანტი, გამოკვეთილი ინდივიდუალისტი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს თითქმის არ ჰყავს ასეთი ფეხბურთელები. ის კი არა, მათი რაოდენობა ევროპულ ფეხბურთშიც მცირდება.
ასეთი ფეხბურთელი, როგორი ხასიათისაც უნდა იყოს ის, არ უნდა დაიკარგოს საქართველოსთვის. მერე, უკრაინის ნაკრებში რომ წარმატებას მიაღწიოს, ყველა ხომ ვიგრძნობთ სინდისის ქენჯნას?

არაბიძე ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი და მის წარმოდგენაში აუცილებლად შეიცვლება ბევრი რამ. მეორე მხრივ, თავად ფეხბურთელმაც მეტი უნდა მოსთხოვოს საკუთარ თავს.

ჩემთვის მიუღებელია საუბარი იმის თაობაზე, რომ გიორგი კარგა ხანია, ელის საქართველოს ნაკრებში გამოძახებას. მე ამ საუბარში შეფარულ მუქარასა თუ შანტაჟს ვხედავ - ან დამიძახეთ ახლავე ნაკრებში, ან ჩემ გზას ვიპოვიო!

გიორგის არ უნდა დაავიწყდეს, რომ მას ჯერ არაფერი ღირებულისთვის არ მიუღწევია და არის დონეცკის "შახტარის" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასე მსჯელობა და ლაპარაკი. არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ წლების წინ უკვე ვნახეთ საქართველოს ნაკრებში უწვერული ჭაბუკების თამაში და მერე იმ მართლა ძალიან კარგი თაობიდან ვეღარავინ ითამაშა ისეთი ფეხბურთი, როგორიც უნდა ეთამაშათ.

მართალია, ამ ამბავს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ნაადრევად მოხდა ამ ფეხბურთელების დაწინაურება ეროვნულ გუნდში. ბიჭები ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდნენ, ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც იტვირთებოდნენ და ბუნებრივია, თავიანთ კლუბებსაც ეხმარებოდნენ.

ფეხბურთში ყველაფერს თავისი დრო აქვს და ძალიან ხშირად მოვლენების დაჩქარებას დამღუპველ შედეგებამდე მივყავართ. ამის მაგალითი მრავლადაა ქართულ ფეხბურთში და ამ მაგალითებისთვის შორს წასვლა სულაც არ გვჭირდება.

მეორე საკითხია ის, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვედრა დღეს ძალიან გაიოლებულია. საკმარისია, ერთი-ორი მატჩი ჩაატარო და უკვე ეროვნულ გუნდში მოხვედრის პრეტენზია გიჩნდება. მიზეზიც ადვილი საპოვნელია - დღეს ჩვენს ქვეყანაში იმის ნახევარი კვალიფიციური ფეხბურთელიც კი აღარ არის, რამდენიც ადრე იყო. არაერთ დიდებულ ოსტატს დაუსრულებია საფეხბურთო კარიერა ისე, რომ ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი არ მიუღია.

მაგალითად, მე, ერთი მხრივ, მიკვირს და მეორე მხრივ, ვხვდები, რატომ არ მიეცა ხეირიანი სანაკრებო შანსი გიორგი ანჩაბაძეს. ის განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ იმ დროს საქართველოს ნაკრებს ჰყავდა გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული...

ჩემი პირადი აზრია: სანაკრებოდ მეტი შეეძლოთ ზაზა ჯანაშიას, გიორგი დემეტრაძეს, მიხეილ აშვეთიას... ისე მოხდა, რომ ეროვნულ გუნდში არსებულმა დიდმა კონკურენციამ დაღი დაასვა ამ მოთამაშეების სანაკრებო კარიერას. ჩამოთვლა კიდევ შეიძლება.

ახლა კი სხვა დროა, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, არაბიძეს არ უხდება ასე ლაპარაკი. ეს სხვა თემაა. საერთოდ, მგონია, რომ ამ ისტორიის ყველა მონაწილე ბეწვის ხიდზე გადის. მათ შორის ჩვენც, ჟურნალისტებიც, ამ უფაქიზეს თემაზე რომ ვწერთ.

გამოსავალი კი ამ ჩიხიდან ბევრი არ არის და, ალბათ, მხოლოდ ერთია: ვათამაშოთ საქართველოს ნაკრებში გიორგი არაბიძე. თუნდაც, მხოლოდ ერთი წუთით. ამით, უკრაინელებს მისი გადაბირების საშუალებას მოვუსპობთ და ტალანტსაც შევინარჩუნებთ.

მჯერა, მოვა დრო და არაბიძე აუცილებლად გახდება საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. მანამდე კი, ამ გზის გარდა, სხვა გზა არ ჩანს. ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს დასაკარგი არაბიძე, ჩვენ არ გვემეტება ის სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყნის ნაკრებისთვის.

საერთოდ, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელი, მით უმეტეს - გიორგი არაბიძის დარი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
დღევანდელი რეალობა ასეთია: ყველა ასაკობრივი დაკომპლექტებულია ძირითადათ საბურთალოს და დინამოს ფეხბურთელებით, ამის ფონზე არაბიძე არათუ იმსახურებს გამოძახებას არამედ შეუცვლელი ფიგურა უნდა იყოს ასაკობრივ ნაკრებებში.
80
28 სექტემბერი 2016 20:02
0
თქვე კაი ხალხო ის არ გახსოვთ ყენია რა ხნის იყო ნაკრებში რო ათამაშეს, ახლა არ დაიწყოს ზოგიერთმა ყენია უფრო მაგარი იყოო მაშინ... ისე ცნობისათვის შახტარის დუბლები საქართველოს ჩემპიონატს თავისუფლად მოიგებს, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყვეს ჩვენი ფეხბურთისათვის.
maximus
28 სექტემბერი 2016 19:43
0
თქვენ კაი ხალხო ტკბილი და მურაბა ხასიათს ხო არ უნდა გადააყოლოთ ეროვნული ნაკრები და ქვეყნის პრესტიჟი.18 წლის ბიჭი ჯერ კიდევ დაღვინების პროცესშია, კარიერა წინ აქვს,მოეფერეთ და გაუღიმეთ. უკრაინელები გიჟები არიან?
გიორგი
28 სექტემბერი 2016 19:28
0
ბარსელონას დუბლ შემადგენლობის ფეხბურთელიც რომ იკოს,ეროვნულ ნაკრებში არ უნდა მოვიცვიოთ,არა?!... აი,ერთი შენ ტვინში ჩამახედა,რა... პარუნაშვილ-პაპუნაშვილი ჯობია,ბარსას და რეალის დუბლის ფეხბურთელს,არა?... ამ და მისნაირ უვიც,ვითომ გულშემატკივართა გასაგონად... დგეს შახტარის შემტევ ზონაში თამაშობს ექვსი ბრაზილიელი ფაეხბურთელი,რომელთა საერთო სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ დოლარს აჩარბებს და იქ ადგილის დამკვიდრება,მითუმეტეს 18 ცლის ბიჩისათვის არის პრაქტიკულად შეუძლებელი... დგევანდელი შახტარის ძირითად შემადგენლობაში,საქართველოს ეროვნული ნაკრების ვერცერთი ცევრი ვერ მოხვდება და თვით მათ შორის საუკეთესო ჯანო ანანიძეც... არაბიძეს უნდა რო დატოვოს შახტარი და გადავიდეს უკრაინის ან ევროპის სხვა კლუბში,სადაც ძირითადში ითმაშებს,მაგრამ ჯერჯერობით შახტარი ამაზე თავს იკავებს,არც კიდის და არც იჯარის ცესით ანათხოვრებს,რადგან ჩვენი ფეხბურთის თავკაცობისგან განსხვავებით,კარგად ხვდება,რომ არაბიძის სახით ხელში ბრილიანტი უჩირავს,რომელიც ხვალ კლუბს მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას მოუტანს... არაბიძე არის 18 ცლის და იგი არის უკრაინის 23 ცლამდელთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე შემტევი ფეხბურთელისათვის თითქმის ცველა შესაძლებლობით საჯილდოებული... გიორგი ქინქლაძის შემდეგ,ქართულ ფეხბურთს მსგავსი ტალანტი არ კოლია... და დგეს ქართულ ფეხბურთში არსებული მცვავე კრიზისის და პაპუნაშვილების,პარუნაშვილების,ჩეხეთის ტეპლიცეს სათადარიგო მოთამაშის ნაკრებში მოცვევის ფონზე არაბიძის არ გამოკენება დიდი შეცდომაა... ხოლო ქართული ფეხბურთისთვის მისი საერთოდ დაკარგვა,დიდი დანაშაული იქნება.
FEOLA
28 სექტემბერი 2016 18:27
0
,,4) ეროვნული ნაკრები უნდა დაკომპლექტდეს მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის ხალხით,თითო კლუბდინა არა უმეტეს 4 კაცი და ამით "წერტილი ყველა კითხვებს.,,))))
–ოოო)))და შენ მწვრთნელად!))))
Jango–ს
28 სექტემბერი 2016 18:23
0
Ketili inebos da miagwios esa egreve pretenzia aq umagleshi 5 tamashi ar aq natamashebi. Saqartvelo visac ar unda wavides nakrebs ertgulebi da mebrdzoli fexburtelebi chirdeba. Midgoma unda shecvalos da moindomos. Aman dagupa fexburti xasiqti ro alecvlebat patara ragac naxaven.
Gio
28 სექტემბერი 2016 17:47
0
არაბიძეს ნამდვილად შეუძლია თამაში და ამას დაამტკიცებს კიდეც, ტუ მას გეგუჩიძე გამოიძახებს 6ოქტომბერს ფრანგებთან ტუ ეროვნულში ნაადრევია რატო არ იძახებთ 21წლამდელებში. დასაკარგი და ნიჭიერი ფეხბურთელები ნამდვილად არ გვყავს.
ზურა
28 სექტემბერი 2016 17:27
0
არაბიძე მხოლოდ ერთი წუთით ვათამაშოთ?(((თუ არაბიძე მხოლოდ ერთ წუთს იმსახურებს(რომელსაც შახტარის ახალგაზრდულში ყოველ თამაშში მნიმუმ ერ გოლი მაინც გაავს),მაშინ რა უნდათ ნაკრებში დინამოს ფეხბურთელებს(თან თავდამსხმელს და სამ ნახევარმცველს?!)?!დინამო ,რომელმაც ზაგრებთან და პაოკთან ოთხ თამაშში კარებშიც ვერ დარყა,ხოლო ეროვნულ ჩემპიონატში სამი თამაშია გოლი ვერ გაუტანია!!!
zaza
28 სექტემბერი 2016 17:24
0
1) შეეშვით ამ ბავშვს მომხრეებმაც და მოწინააღმდეგეებმაც,ყველას თავისი გზა აქვს
2) ღვარძლში და ნაღველში ნუ იხრჩობით კლავიტურის სირიკოებო,აცალეთ ადამიანებს წყანარად ცხოვრება
3) ჯერ არაბიძე გეგუჩაძემ უნდა დაინახოს და შეაფსოს რეალურად (გეგუჩას არასოდეს ჰქონია პრობლემა პირადული არავისთან) და მერე შეუძლია მთავარ ეროვნულზე იფიქროს
4) ეროვნული ნაკრები უნდა დაკომპლექტდეს მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის ხალხით,თითო კლუბდინა არა უმეტეს 4 კაცი და ამით "წერტილი ყველა კითხვებს.
Jango
28 სექტემბერი 2016 17:13
0
სრულიად გეთანხმებით!..დანარჩენებს–ფეხბურთს უყურებთ?...ბარსას სათადარიგო ფეხბურთელი უფრო ძლიერია თუ ალიშკერტის ძირითადის?...არც შორს არის შედარება შახტარს და დინამოს შორის(საიდანაც ოთხი ფეხბურთელი გამოიძახეს)!დინამოდან,რომელსაც სამი თამაშია გოლი ვერ გაუტანია საქართველოს ჩემპიონატში გამიძახეს თავდამსხმელი და ორი ნახევარმცველი და ამ დროს შახტარის დუბლებში ყველა მატჩში არაბიძეს გააქვს გოლები!!!თუ ვერ ხედავთ ტალანტს,ლოგიკა მაინც მოიშველიეთ!
ზაზა–nikos
28 სექტემბერი 2016 17:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული