[ოთხშაბათის საკითხავი] ვათამაშოთ, წუთით მაინც ვათამაშოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კარს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ადგას, მაგრამ ქართულ ფეხბურთში არის სხვა მწვავე თემაც და ეს თემა უკავშირდება დონეცკის "შახტარის" ჩვენებურ ტალანტს, გიორგი არაბიძეს...

გიორგი არაბიძის კარიერა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ბოლო დროს ისე ვერ აეწყო, როგორც ამას ყველა ვისურვებდით. ამას აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, თუმცა ჩვენი წერილის მთავარი თემა ეს არ არის. ამ წერილის მიზანია, მცირე წვლილი მაინც შეიტანოს საქართველოსთვის ამ ტალანტის შენარჩუნების საშურ საქმეში.

მოკლედ გავიხსენოთ დღევანდელი ვითარება: არაბიძეს არ უთამაშია საქართველოს მთავარ გუნდში, მისი გადაბირება კი
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რათა ის ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში ათამაშოს, მერე კი, თუ პროგრესი გაგრძელდა, ეროვნული გუნდის მაისურაც მოარგოს.

- გიორგი არაბიძე: საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა. მაგრამ დრო გადის და არ მიწვევენ
- გიორგი არაბიძეს უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობენ, მაგრამ...

გარედან ისე ჩანს, რომ არაბიძე გამწყრალია საქართველოს ახალგაზრდული თუ ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელებზე. დაახლოებით ვიცი, რა და როგორ იყო ამ რთულ ამბავში. ისიც ვიცი, რომ არაბიძეს არ აქვს "ტკბილი და მურაბა" ხასიათი, მაგრამ... ამ თემას ქვემოთ აუცილებლად დავუბრუნდებით.

ახლა კი დავწერ მთავარს - შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს არაბიძის თამაშის მანერა, მაგრამ რომელ ბანაკშიც უნდა იყო, აუცილებლად უნდა აღიარო: არაბიძე არის ტალანტი, გამოკვეთილი ინდივიდუალისტი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს თითქმის არ ჰყავს ასეთი ფეხბურთელები. ის კი არა, მათი რაოდენობა ევროპულ ფეხბურთშიც მცირდება.
ასეთი ფეხბურთელი, როგორი ხასიათისაც უნდა იყოს ის, არ უნდა დაიკარგოს საქართველოსთვის. მერე, უკრაინის ნაკრებში რომ წარმატებას მიაღწიოს, ყველა ხომ ვიგრძნობთ სინდისის ქენჯნას?

არაბიძე ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი და მის წარმოდგენაში აუცილებლად შეიცვლება ბევრი რამ. მეორე მხრივ, თავად ფეხბურთელმაც მეტი უნდა მოსთხოვოს საკუთარ თავს.

ჩემთვის მიუღებელია საუბარი იმის თაობაზე, რომ გიორგი კარგა ხანია, ელის საქართველოს ნაკრებში გამოძახებას. მე ამ საუბარში შეფარულ მუქარასა თუ შანტაჟს ვხედავ - ან დამიძახეთ ახლავე ნაკრებში, ან ჩემ გზას ვიპოვიო!

გიორგის არ უნდა დაავიწყდეს, რომ მას ჯერ არაფერი ღირებულისთვის არ მიუღწევია და არის დონეცკის "შახტარის" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასე მსჯელობა და ლაპარაკი. არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ წლების წინ უკვე ვნახეთ საქართველოს ნაკრებში უწვერული ჭაბუკების თამაში და მერე იმ მართლა ძალიან კარგი თაობიდან ვეღარავინ ითამაშა ისეთი ფეხბურთი, როგორიც უნდა ეთამაშათ.

მართალია, ამ ამბავს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ნაადრევად მოხდა ამ ფეხბურთელების დაწინაურება ეროვნულ გუნდში. ბიჭები ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდნენ, ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც იტვირთებოდნენ და ბუნებრივია, თავიანთ კლუბებსაც ეხმარებოდნენ.

ფეხბურთში ყველაფერს თავისი დრო აქვს და ძალიან ხშირად მოვლენების დაჩქარებას დამღუპველ შედეგებამდე მივყავართ. ამის მაგალითი მრავლადაა ქართულ ფეხბურთში და ამ მაგალითებისთვის შორს წასვლა სულაც არ გვჭირდება.

მეორე საკითხია ის, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვედრა დღეს ძალიან გაიოლებულია. საკმარისია, ერთი-ორი მატჩი ჩაატარო და უკვე ეროვნულ გუნდში მოხვედრის პრეტენზია გიჩნდება. მიზეზიც ადვილი საპოვნელია - დღეს ჩვენს ქვეყანაში იმის ნახევარი კვალიფიციური ფეხბურთელიც კი აღარ არის, რამდენიც ადრე იყო. არაერთ დიდებულ ოსტატს დაუსრულებია საფეხბურთო კარიერა ისე, რომ ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი არ მიუღია.

მაგალითად, მე, ერთი მხრივ, მიკვირს და მეორე მხრივ, ვხვდები, რატომ არ მიეცა ხეირიანი სანაკრებო შანსი გიორგი ანჩაბაძეს. ის განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ იმ დროს საქართველოს ნაკრებს ჰყავდა გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული...

ჩემი პირადი აზრია: სანაკრებოდ მეტი შეეძლოთ ზაზა ჯანაშიას, გიორგი დემეტრაძეს, მიხეილ აშვეთიას... ისე მოხდა, რომ ეროვნულ გუნდში არსებულმა დიდმა კონკურენციამ დაღი დაასვა ამ მოთამაშეების სანაკრებო კარიერას. ჩამოთვლა კიდევ შეიძლება.

ახლა კი სხვა დროა, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, არაბიძეს არ უხდება ასე ლაპარაკი. ეს სხვა თემაა. საერთოდ, მგონია, რომ ამ ისტორიის ყველა მონაწილე ბეწვის ხიდზე გადის. მათ შორის ჩვენც, ჟურნალისტებიც, ამ უფაქიზეს თემაზე რომ ვწერთ.

გამოსავალი კი ამ ჩიხიდან ბევრი არ არის და, ალბათ, მხოლოდ ერთია: ვათამაშოთ საქართველოს ნაკრებში გიორგი არაბიძე. თუნდაც, მხოლოდ ერთი წუთით. ამით, უკრაინელებს მისი გადაბირების საშუალებას მოვუსპობთ და ტალანტსაც შევინარჩუნებთ.

მჯერა, მოვა დრო და არაბიძე აუცილებლად გახდება საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. მანამდე კი, ამ გზის გარდა, სხვა გზა არ ჩანს. ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს დასაკარგი არაბიძე, ჩვენ არ გვემეტება ის სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყნის ნაკრებისთვის.

საერთოდ, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელი, მით უმეტეს - გიორგი არაბიძის დარი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
გერმანიის ნაკრებში ლიოვმა ნორვეგიისთვის გამოიძახა ერთი 1996წ და ოთხი 1995 წელს დაბადებული ფეხბურთელები!
ზაზა
28 სექტემბერი 2016 16:58
0
რას ეძახით დასრულებულ ფეხბურთელს? ადამიანს თუ აქვს ამდენი ტალანტი 16 წელს თუ 15ს მნიშვნელობა არ აქვს და გზა უდა მიეცაეს და არა დაეხუროს რადგან სხვები მის წინ დგანან რიგში ნაკრებში სათამაშოდ ა მათ ეკუთვნის. ყველ ქვეყანაში ტალანტს გზას უხსნიან საქართველოს გარდა და განსაკუთრებით სპორტში. შანამ ამ ტალანტს არ დაამჟავებთ მანამდე შანს არ მისცემთ და მერე დამჟავებულს არც თამაში უნდა და მონდომებაც აკლდება. ასე მეორდება ეს შეცდომებიათეული წლებით. აუცილებლად ვათამაშებდი არაბიძეს პირველ ნაკრებში, მისი თამაშით გამომდინარე ბევრს სჯობია რომელნიც შუა ხაზს თამაშობენ და ბევრად უფრო კარგი ხედვა აქვს მოედნის და პასის კულტურა ვიდრე რომელიმე ფეხბურთელს, მას ნატურალურად აქვს ის რასაც ვერ ასწავლი ვერავის.
niko
28 სექტემბერი 2016 16:39
0
თუ მისთვის ღირებულია სამშობლოს ნაკრების მაისურით თამაში მოიცდის და აუცილებლად მიეცემა შანსი, თუ არ არის ღირებული არ უნდა ვეხვეწოთ, სირცხვილია ეს, ქვეყანას შახტიორის დუბლების ფეხბურთელი არ უნდა ევაჭროს, მათამაშეთ თორემ წავალო, და კიდევ უფრო სირცხვილია როცა ამხელა სტატიები ეძღვნება იმას არიქა შახტიორის დუბლების ფეხბურთელმა არ დაგვიკიდოს ჰიმნიან-დროშიანად და არ გადაგვაგდოსო...
Walkabout
28 სექტემბერი 2016 16:33
0
ნებისმიერი გუნდის (თუნდაც ბარსელონა იყოს) დუბლები არ არის ის დონე, რომ იქ ნათამაშებ ფეხბურთელს ნაკრებში თამაშზე დიდი პრეტენზია ჰქონდეს. ვაცადოტ ამ ბიჭს გაზრდა, გახდეს ძირიტადი გუნდის ფეხბურთელი, ტყუილად ჟურნალისტები ნუ ურევთ თავ-გზას. ძალიან ნიჭიერია მარა დასამტკიცებელი ბევრი აქვს.
გიო
28 სექტემბერი 2016 16:31
0
არ შეიძლება ასე წერა - არა გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები, მართალია, მურაბა ხასიათი არა აქვს მაგრამ ძლიერი ინდივიდუალისტია და ა.შ. ერთი რამ არის ცხადი - არაბიძეს ჯერ დასამტკიცებელი აქვს, რომ ეკუთვნის ასაკობრივ ნაკრებში თამაში, არაფერს ვამბობ ეროვნულზე.ხოლო იმის შიშით, რომ უკრაინელები მიიწევევენ თუ არა, ნაკრებში მიწვევაც არასწორია. ასეთ შემთხვევაში მისი გადასაწყვეტია სად უნდა თამაში.აგერ ფოცხვერიამ საქართველო აირჩია და არც ნანობს დარწმუნებული ვარ.
გგგ
28 სექტემბერი 2016 16:24
0
გიორგი ძალიან ახალგაზრდაა, მის აღზრდაზე ყველამ ერთად უნდა იმუშაოს:ჯერ თვითონ თავის თავზე,,მწვრთნელებმა,ფედერაციამ,ნაკრების ფეხბურთელებმა,გულშემატკივრებმა....პ.ს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს,რომ საქართველოს ნაკრები გახდეს წარმატებული!ეს თვითონ გიორგიმ უნდა დაისახოს მიზნად ,რომ ნაკრებში ითამაშოს ნაკრების(!) შედეგზე,წარმატებაზე!იქნება ნაკრები წარმატებული,წარმატებული იქნება თვითონ გიორგის საკლუბო კარიერაც,თვითონ გიორგის მიმართ მეტ ყურადღებას გამოიჩინენ ევროპული ტოპ–კლუბები და საერთოდ თითოეული ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი გაიზრდება!ქართულ ფეხბურთს ,,დაედება ,,ფასი,,!!!
ზაზა
28 სექტემბერი 2016 16:23
0
თუ არაბიძე უკრაინის ნაკრებში აღმოჩნდება და ძლიერ ფეღბურთელად ჩამოყალიბდება, მაშინ ჩემი აზრით უნდა დაიწყოს მოკვლევა და გამოვლინდეს იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ხელ უშლიან საქართველოში ფეხბურთის განვითარებას და რა ინტერესების გამო აკეთებენ ამას. ჩვენ ფეხბურთს უკეთ ვთამაშობდით, ვიდრე კალათბურთს, ეხლა კი პირიქითაა. ცხადაძემ უკეთესად როგორც კი ათამაშა ნაკრები, იმ წუთშივე გაუშვეს. როცა ნორმალური ხელისუფლება მოვა ამ დანაშაულებრივ ჯგუფსაც გამოავლენს
akaki
28 სექტემბერი 2016 16:16
0
მზიმე ფორვარდების იმედად სჰორს ვერ ცავალტ დზაან ზანტები არიან 10 ერტ სჰანს ტუ გამოიყენებენ ხოლმე აი გიო სცრაფია და გამოადგება გუნდს.აუცილებელია მისი გამოზახება ჰემი აზრიტ.ჯანო და გიო ააციოკებენ დამცველებს.
bajo
28 სექტემბერი 2016 15:55
0
ტალანტების დაკარგვამდე ფიქრს , დისწიპლინაზე ფიკრი ჯობია უფრო განვითარდება ნაკრები ვიდრე ტალანტების შენარჩუნებაზე ფიქრით!!!!!!!!!!!!
kkk
28 სექტემბერი 2016 15:53
0
ეროვნული ნაკრები თურმე უნდა გადაიქცეს ქართველების დასაბრუნებელ ცენტრად. მე იმაზე ვბრაზდები მჭედლიძეებს, ყენიებს და ჭანტურიებს რომ იწვევენ ნაკრებში. ტიპები ჭიჭი მიჭი გუნდებში დუბლებში არიან და ამათმა შახტარის დუბლების ბიჭი ათამაშეთო. არააააააააააა. ჯობია საქართველოს ჩემპიონატიდან აიყვანონ. აქ დარჩენილებმა რა დააშავეს? წაგებით ესენიც წააგებენ. მაგრამ ვიღაცას იმედი მაინც მიეცემა, ვიღაც უპატრონოს რომელსაც არავინ ყავს რომ უცხოეთის დუბლებში მოხვდეს.
haha
28 სექტემბერი 2016 15:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული