ვაკო გვილია: ირლანდიასთან, მინიმუმ, არ უნდა წაგვეგო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა ვაკო გვილიამ ირლანდიასთან (0:1) მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ სფფ-სთან კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ბევრად ვაჯობეთ ირლანდიის ნაკრებს. მატჩი სტუმრად გვქონდა დუბლინში და ამის მიუხედავად, უპირატესობას ვფლობდით. მომენტები შევქმენით, ძელს გავარტყით, თუმცა არ გავიდა გოლი.

ვფიქრობ, იღბალი დაგვაკლდა. მინიმუმ, არ უნდა წაგვეგო ეს მატჩი. ჩვენ უფრო ვიმსახურებდით მოგებას, ვიდრე ირლანდია.

უნდა დავივიწყოთ ეს შეხვედრა და მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. რა თქმა უნდა, უელსი ძალიან მაღალი დონის გუნდია, მაგრამ თუ ერთ მუშტად შევიკვრებით ისევე, როგორც ეს დღეს მოხდა,
მაშინ დარწმუნებული ვარ, დადებით შედეგს მივაღწევთ", - თქვა გვილიამ.

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]
- მუნდიალი 2018. II ტური. D ჯგუფი: ომი და მშვიდობა ვენაში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაი ბიჭი ხარ და თუ კიდევ მოუმატებ, ნაკრების ლიდერად იქცევი. შენი იმედი გვაქვს მომავალშიც
qomagi
18:43 07-10-2016
0
გვილია ძალიან მომეწონა,კაკაბაძემაც ასე თამამად თუ ითამაშა,გაცილებით უკეთესი იქნება.
სოსო
16:39 07-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული