ოქრიაშვილი: ვაისმა გასახდელში ისეთი სიტყვები გვითხრა... წაგება არ შეიძლებოდა!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა უელსის ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრების კარში გოლი სწორედ ოქრიაშვილმა გაიტანა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრა არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, მაგრამ შესვენების დროს ვაისმა გასახდელში ისეთი სიტყვები გვითხრა, უნდა გამოვსულიყავით და დაგვემტკიცებინა ჩვენი შესაძლებლობები... წაგება არ შეიძლებოდა.

მოხარული ვარ 1 ქულის მოპოვებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ბოლო 2 თამაშში მინიმუმ 4 ქულას მაინც ვიმსახურებდით. სამწუხაროდ, ასე
მოხდა, საქართველოში კი მოლდოვას წინააღმდეგ უნდა გავიმარჯვოთ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
მჭედლიძეს უნდა გაეტანაააა უეჭველიიიი, მეკარეზე თავზე უნდა გადაეგდო ბურთი და გოლი გარდაუალი იქნებოდა, ძალიან დასანანია ასეთ მომენტს რომ ვერ გამოიყენებ, უნდა მოგვეგო
ilia
00:19 11-10-2016
0
ყოველი ფეხბურთელი მნიშვნელოვანია გუნდისთვის,ეხლა ნავალოვსკის მაგივრად რო ცისკარიძე დააყენოს ნავალოვსკი უნდა გაიბუტოს? არა რა თქმა უნდა,თუ სკამზე ზიხარ ესეგი საჭირო ხარ,ასე უნდა მიუდგნენ საკითხს! მოდავეთთან საქმის მალე მოთავებას და მერე ექსპერიმენტირებას შევეცდებოდი,მარა ამხელა ფუფუნება არ გვაქვს,ნელნელა კაჭარავა უნდა შეაჩვიოს გუნდს,საოცარი ალღო აქვს. მოედნის ფორვარდი თუ გინდა ვაწაძე აქ არ არის?!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული