დღის კარიკატურა: გარეთ ბეილისა და თორნიკე ოქრიაშვილის "იქსი"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა უელსიდან ფრე წამოიღო. თამაშის სურათის გათვალისწინებით, ეს სულაც არ არის გასახარი შედეგი. მოგების რეალური შანსი გვქონდა...

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

მატჩის შემდეგ უელსელთა ლიდერმა გარეთ ბეილიმ დამცინავად თქვა - თამაში ყველამ ისწავლაო. ოქრიაშვილმა კი მოედანზე უპასუხა: საქართველომ თამაში ყოველთვის იცოდა...

უელსს 5:0-ს უგებდა...
მკითხველის კომენტარები / 25 /
კარგია როცა გაიხსენებ რომ გყავდა ისეთი დიდი ფეხბურთელი როგორიც დათო ყიფიანია. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ეს კარგი და დასაფასებელია. ამასთან, თუ მაინც გვინდა შევადაროთ ყიფიანი ბეილს, მაშინ მოდი და ავიღოთ მხოლოდ რამოდენიმე კრიტერიუმი შედარებისათვის. 1. სისწრაფე-აქ ბეილი შეუდარებელია; 2. ბურთის ტარება ანუ ტექნიკა-მცირე უპირატესობა დათოს მხარესაა; 3. მოედნის ხედვა-ორივეს უზადო; 4. გოლის გატანის ალღო-ბეილი აქ ფავორიტია; 6.ფიზიკური გამძლეობა-შედარებაც არ შეიძლება (ბეილი); 7. გარეგნობა(ნახევრად ხუმრობით)-შედარებაც კი უადგილოა (დათო)!!! ასე, რომ თითქმის თანაბარი მონაცემები აქვთ, მაგრამ აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პერიოდს, თუ რა პერიოდში უწევდათ მათ თამაში. არავინ იცის დღევანდელ ფეხბურთში, რა ადგილი ექნებოდა დათოს ან დათოსდროინდელ ფეხბურთში ბეილს.
მირზა
18 ოქტომბერი 2016 11:19
0
ყიფიანნი და ძმანნი მისნი, რომ დიდებული ოსტატები იყვნენ, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თუმცა მიმაჩნია, რომ მათი შედარება დღევანდელ ფეხბურთის ვარსკვლავებთან, თუნდაც ბეილთან, უადგილოა. ჩვენ რომ გვქონოდა იმის ბედნიერება, რომ გვეხილა დათო ყიფიანი რომელიმე ევროპულ გრანდში, მაშინ შეგვეძლებოდა რაიმე პარალელის გავლება. ახლა კი ამის საშუალება არ არსებობს. არავინ იცის როგორ აეწყობოდა დათოს კარიერა, მაგალიტად რეალში. იცის ვინმემ, არა. ამიტომ აქ მთავრდება ყველაფერი. ასე რომ.... რაც შეეხება ბეილს, ის თანამედროვე ფეხბურთის მარგალიტია და ამაზე თვალის დახუჭვა უბრალოდ მკრეხელობაა.
გიგლა
18 ოქტომბერი 2016 11:07
0
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ 4 კონტინენტის ჟურნალისტებმა დაასახელეს მითითებული 8 საუკეთესო ფეხბურთელი, მათ შორის მოხვდა ყიფიანი სამეულში თუ ოთხეულში ეს ერთი; ეს გამოქვეყნებული ფრანს ფუტბოლში და გადმობეჭდილი სავეტსკი ფუტბოლში და ლელოში, ევროპის ნაკრებში ყიფიანი ათამაშეს მარჯვენა ნახევარმცველად და მაგან და კალცმა მიიღეს უმაღლესი შეფასება; როცა ყიფიანი გუნდის ლიდერი იყო იმ დინამომ ბრიტანული გრანდები გააფარჩაკა და მას ჯადოქარიც უწოდეს, რა თქმა უნდა კარდიფ სიტის არ ვთვლი; საბჭოთა კავშირი იყო და მეტი გასაქანი არ ჰქონდათ; მესხი 2 ჯერ აღიარეს ევროპის საუკეთესო გარემარბად, ორჯერვე გაუსწრო დიდი რეალის ლეგენდას ხესუს ხენტოს; ბოლო ბოლო ამ თამაშში ჩვენი ოქრიც ალბათ საუკეთესო იყო ორივე გუნდში (ნამდვილად არ ვადარებ ბეილს, უბრალოდ კონკრეტულ ფაქტს ავღნიშნავ)
Mamuka
12 ოქტომბერი 2016 10:20
0
აოეეეეე-ტაში კუკური-უკაცრავად, მაგრამ ზოგიერთებს აქ მართლაც ასე უნდა მიმართო-მესხი და მეტრეველი ევროპის ჩემპიონები იყვნენ,თუ მანდამაინც შედეგები გინდათ. ყიფიანის "საბჭოთა მაშტაბებს" რაც შეეხება, მან ევროპის ვარსკვლავთა ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა,არ ჩამოვთვლი როგორი ხალხის გვერდით.
და ბოლოს უელსის ლეგენდა "პროფესორებო", არც ბეილია და არც გიგზი ერთი მოქმედია, მეორზე დროის სიმცირის გამო ამას ვერ იტყვი...
ისე, რომ იცოდეთ, მათი ლეგენდა იენ რაშია
mamuka kikabize
11 ოქტომბერი 2016 17:38
0
15.09.1976 1976/77 CWC 1/16 Final Cardiff City - FC Dinamo Tbilisi 1:0 (0:0)
29.09.1976 1976/77 CWC 1/16 Final FC Dinamo Tbilisi - Cardiff City 3:0 (1:0)
sano
11 ოქტომბერი 2016 17:11
0
და რა მაგათმა "კარდიფ სიტი-მ იგულავა თბილისში თუ რაა
sano
11 ოქტომბერი 2016 17:07
0
თან გამარჯვებები ძირითადად ევროპის მასშტაბით რანგით მესამე ტურნირზე გვაქვს მოპოვებული. მაშინ როდესაც ლივერპული მართლაც შტამბეჭდავად გავასაზიზღრეთ, იმავე წელს ჰამბურგმა გადაგვიარა, შინ და გასვლა მოგვიგო საერთო ანგარიში 3–6!
მეჭვოფი
11 ოქტომბერი 2016 16:39
0
და თვითონ დინამოს რამდენჯერ აქვს წაგებული სამარცხვინოდ? გადახედეთ სტატისტიკას. უნგრულ მტკსთან 0–4 სახლში, ტოტენჰემთან გასვლაზე 1–5,გარსჰოპერსთან გასვლაზე 0–4. არ არის ესენი სამარცხვინო წაგებები? თუ მხოლოდ მოგებებით ყალიბდება სტატისტიკა?)))
მეჭვოფი
11 ოქტომბერი 2016 16:35
0
ვინ დაასახელა? ვინ იყო ორგანიზატორი გამოკითხვის? რომელი ქვეყნის ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ყიფიანი დინამო თბილისის ლეგენდაა , გიგზი კი მანჩესტერის, ინგლისის პრემიერ ლიგის და მსოფლიო ფეხბურთის. ნუ ვიბრიქებით რაა. სად შეიყვანა კიგანმა, კონკრეტული წყარო შეგიძლია მოიყვანო? თურმე გიგზის შედარება ყიფიანთან მკრეხელობა ყოფილა)))) ტიპი ფრინავდა ლამის 40 წლამდე და მისი შედარება ყიფიანთან მკრეხელობა ყოფილა. ჩვენ გვყავდა ლოკალური , ადგილობრივი ლეგენდები, მაშინ როცა გიგზი და ბეილი არიან საერთაშორისო მასშტაბის ლეგენდები.
morte
11 ოქტომბერი 2016 16:29
0
ბოლო ბოლო ყიფიანის და ჩივაძის და მანუჩარას გუნდმა ლივერპული გაათახსირა (სხვანაირად არ ჰქვია ჩვენს ნახევარზე არ გადმოსულან), ის ლივერპული სადაც ნახევარი ინგლისის და შოტლანდიის ნაკრები თამაშობდა; ბაიერნსაც მოუგო და რეალმა ყიფიანის დაჩეხვის შემდეგ მოგვიგო
morte
11 ოქტომბერი 2016 13:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული