"ჭანტურიამ ნაკრებში ისე უნდა ითამაშოს, როგორც ვაისს სურს და არა ისე - თვითონ რომ უნდა"

AutoSharing Option
ცნობილმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა, რომელსაც არაერთ ქართულ კლუბსა და ასაკობრივ ნაკრებში უმუშავია, გაზეთ "ლელოს" ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ეროვნულ გუნდში გიორგი ჭანტურიას ადგილზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "ურალის" ქართველი ლეგიონერი ავსტრიასა და უელსთან მატჩებისთვის გუნდში არ გამოიძახა.

დევდარიანის აზრით, ჭანტურიას ნაკრებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

"გიორგი ჭანტურიას შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი. გეტყვით პირდაპირ: საქართველოს ნაკრებში ჭანტურიას შეუძლია იყოს არა რიგითი ფეხბურთელი, არამედ ლიდერი. მას ეს აშკარად შეუძლია. უბრალოდ, საკუთარ თავს უნდა მოერიოს. ეს არ არის
იოლი, მაგრამ გიორგი ვალდებულია, ეს გააკეთოს.

სადაც უთამაშია, ყველა გუნდში ლიდერი იყო. უბრალოდ, მან საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს ისეთი ფეხბურთი, როგორიც სურს ვლადიმირ ვაისს და არა ისეთი, როგორიც თვითონ უნდა. ესაა მთავარი. ასეთ შემთხვევაში ჭანტურია საქართველოს ნაკრებში შეუცვლელი ფეხბურთელი გახდება", - აცხადებს დევდარიანი.

სპეციალისტთან სრულ ინტერვიუს sportall.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ოქრიაშვილის და ჭანტურიას ერთ ქვაბში მოთავსება მიუღებლად მიმაჩნია. სად ოქრიაშვილი და სად ჭანტურია?! ახლა მინდა ჭანტურიას მოიმედეებს ვკითხო, უელსთან მოთამაშე გუნდის შემადგენლობიდან ვინ უნდა ამოვარდეს ჭანტურიამ რომ ითამაშოს?!
არჩილ ხოფერია
15:00 12-10-2016
0
ვეთანხმები უმრავლესობის აზრს( მაგ.ლუკას) ვაისი სწორედ მოიქცა, ჭანტურიას არ გამოძახებით. ,,ნიჭიერია" -თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. გაცილებით ნიჭიერები და ტექნიკურები გვყავდა 90 -ების თაობა, გოლის გატანაც შეეძლოთ... მაგრამ მონომებული, მოტივირებული მარტო ქეცბაია იყო, ბურთზე გაქცევა არ ეზარებოდა. ყველა ერთ სქემას უნდა მოერგოს, პარტნიორს უნდა აყვეს, ისე კია რა -ერთი რომ გაიქცევა , მეორე კი ისვენებს
გუსანი
14:50 12-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული