ვლადიმირ ვაისი: ჯაბა ლიპარტია მოლდოვასთან გაფართოებულ შემადგენლობაში იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვის ნაკრებთან მატჩის გაფართოებულ შემადგენლობაში "ზორიას" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია შეიყვანა.

ამის შესახებ ვაისმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

- ვლადიმირ ვაისი: მოგება მეც მინდა, მაგრამ ასეთი ფიზიკური მომზადებით...

"ჯაბა ლიპარტიას დავაკვირდი, გავიცანი მისი თამაში. გუშინაც ვუყურე ევროპალიგაზე მისი გუნდის თამაშს.

ლიპარტია კარგი ფეხბურთელია, სიმბოლურშიც ხვდება და მოლდოვასთან გაფართოებულ შემადგენლობაში იქნება, მაგრამ ის იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც ნაკრებში კონკურენცია ძალიან დიდია. ამიტომ ვნახავთ ვარჯიშზე და რამდენიმე ვარიანტიდან საუკეთესოებს ავირჩევთ", - განაცხადა ვაისმა.

აქვე გეტყვით, რომ
ჯაბა ლიპარტია უკვე აქვს ნათამაშები საქართველოს ნაკრებში. მან "ჯვაროსნების" მაისურა სულ ორჯერ მოირგო და ასევე ახალგაზრდულ ნაკრებშიც აქვს ერთი მატჩი ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული