ვლადიმირ ვაისი: ჩვენი საოცარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება გვსურს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 8 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტებთან მუნდიალი 2018-ის შესარჩევში მოლდოვის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

"კარგ და რთულ მატჩს ველით. გვსურს, პირველი გამარჯვება და 3 ქულა მოვიპოვოთ საკუთარ კედლებში. მართალია, ჯერ მატჩი არ გვაქვს მოგებული, მაგრამ თამაშის ხარისხი ბევრად გაუმჯობესებულია.

დღეს იოლი მეტოქე აღარ არსებობს და მოლდოვასთან იოლ შეხვედრას არც ველით. მოლდოვას თბილისში კარგი შედეგის დაფიქსირება ენდომება. მეტოქეს დიდ პატივს ვცემ, მათ კარგი მწვრთნელი და რამდენიმე წამყვანი, გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ. მათ ყურადღებით დავაკვირდით, გავეცანით
სუსტ და ძლიერ მხარეებს.

მოლდოვა ძალიან კარგია კონტრშეტევაზე. ამიტომ დაცვასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. თამაში ისეთი იქნება, როგორადაც ჩვენ ვაქცევთ მას. ჩვენი საოცარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება გვსურს!

ყურადღება გვმართებს. რეალიზების პრობლემა გვაქვს და ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. ირლანდიასა და უელსთან 10 საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიტანეთ.

შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით. ვარჯიშებზე რამდენიმე შემადგენლობას ვცდი. კლუბში სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები დგას.

ჯანო ანანიძე ტრავმირებული ჩამოვიდა, მას ექიმები დააკვირდებიან კიდევ, მაგრამ დიდი ალბათობით, ის მოლდოვასთან ნაკრებს ვერ დაეხმარება", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთი თუ გაუტანეთ მერე კიდე გაუტანთ,პირველი გოლია ამ თამაში მნიშვნელოვანი,მიდით შეგიძლიათ
michael
04:52 09-11-2016
0
მოლდოვა ითამაშებს მირჯიყვნულ თამაშს,აშკარაა დაცვაში ჩაჯდება და თავის მომენტს დაელოდება,აი ის თავის მომენტის გამოყენების საშუალება არ უნდა მივცეთ სული არ უნდა მოვათქმევინოთ,თუმცა სათქმელად იოლია,საქმეა მთავარი,მაგრამ ახლანდელი ნაკრების ბიჭები ძალიან საიმედონი არიან და ძალიან აქტიურები თავიანთ კლუბებში,რაც უცილობლად გამარჯვების საწინდარია.
ბიჭებო გამარჯვების გზებით გევლოთ!ამინ!
ქუთაისელი
21:04 08-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული