ჯანო ანანიძე გამოირიცხა - საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დღეს "დინამო არენაზე" ივარჯიშა. ვლადიმირ ვაისმა საწვრთნელი პროცესი სწორედ იმ მოთამაშეებთან ერთად ჩაატარა, რომლებიც მოლდოვასთან შეხვედრის განაცხადში იქნებიან.

ჯანო ანანიძე, რომელიც თბილისში საკუთარი კლუბიდან ტრავმირებული ჩამოვიდა, ეროვნული ნაკრების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და შაბათს დაგეგმილ მატჩს გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 11 ნოემბერს, 16.30 წუთზე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. "ზესტაფონის" ბაზაზე გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე კი, 16 საათზე სასტუმრო "ჰუალინგში" ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების წლის ბოლო ოფიციალური მატჩი "დინამო
არენაზე" 12 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია).

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
ლორია-კაკაბაძე-კვირკველია-კაშია-ნავალოვსკი-კანკავა-გვილია-ჯიღაური-ოქრი-ჭანტურია-მჭედლო. ზამენებზე ვაკო,სხირტლაძე, და კიტეიშვილი შემოაგდოს
jvarosnebi
11 ნოემბერი 2016 10:37
0
... მართლაც-და, დვალიშვილში რა ნახა სანაკრებო?
Zurab
11 ნოემბერი 2016 09:24
0
ლორია კაკაბაძე-კაშია-კვირკველია-ნავალოვსკი-კანკავა-გვილია-ლიპარტია-ოქრიაშვილი-ჭანტურია-მჭედლიძე
beso
11 ნოემბერი 2016 09:24
0
butxa-ს. ალბათ ელოდება ყარაულის თოფივით როდის გაისვრის, მაგრამ არა მგონია დვალიშვილს გაუვარდეს)))))))))))))))
llcl
11 ნოემბერი 2016 08:21
0
gamocdilebis pontshi albat idzaxebs... tavdamsxmelebidan dziritadshi an qvilitaia an sxirtladze unda dadges mchedlidze da dvalishvili sisulelea... ananidzis magivrad chanturia unda iyos daushvilis magivrad kankava es iqneba optimaluri shemagenloba chveni :)
xevsura
11 ნოემბერი 2016 07:55
0
დვალიშვილის მაგივრად ახალგაზრდა თავდასხმელს მიეცეს შანსი ჯობია
michael
11 ნოემბერი 2016 05:57
0
რადააშავა ჯაბა დვალმა ერთი თამაშის ღირსი რომ არ გახდა.
გიგა
11 ნოემბერი 2016 02:54
0
რა აიჩემა ამ კაცმა ეს დვალიშვილი
butxa
11 ნოემბერი 2016 00:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული