საბა კვირკველია: მწვრთნელი ჩვენგან ხვალ შემტევ და ლამაზ ფეხბურთს ითხოვს!

AutoSharing Option
დღეს, 11 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში", საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ მოლდოვასთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"დაბეჯითებით თქმა, რომ აუცილებლად მოვიგებთ, არ შეიძლება, თუმცა, ცხადია, ჩვენი ამოცანა გამარჯვებაა. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად კი ნაკრებში ყველანაირი პირობაა შექმნილი.

რთული მატჩი გველის, მაგრამ თუ გვსურს, რომ მოლდოვასთან თამაშის შემდეგ შესარჩევში დარჩენილმა შეხვედრებმა ჩვენთვის აზრი არ დაკარგოს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

რა თქმა უნდა, საკუთარ კედლებში უნდა შევუტიოთ. მწვრთნელის დავალებაც სწორედ ისაა, რომ ვითამაშოთ შემტევი, ლამაზი ფეხბურთი და მოვიგოთ!

რაც შემეხება მე, მაქვს გარკვეული ვარიანტები სხვა
გუნდებიდან, რომელსაც განვიხილავ, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ მსურს. თუ "რუბინში" ასე გაგრძელდა ყველაფერი, კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შევიცვლი", - განაცხადა კვირკველიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

ასევე იხილეთ:
- ვლადიმირ ვაისი: მოლდოვასთან თუ ვერ მოვიგეთ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული