საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრებმა გათანაბრება 78-ე წუთზე, ალეხანდრუ გაცკანის ეფექტური გოლით მოახერხეს. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიდან წინ იყო გამოსული.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2
ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე ჩვენს ჯგუფში ავსტრია ირლანდიას მასპინძლობს, უელსი კი - სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).
მკითხველის კომენტარები / 115 /
სომხებსაც არ უდგას კარგი დრო,მაგრამ ჯერ პოლონეთმა ძლივს მოუგო კაცნაკლულებს,მერე მონტენეგროსთან 0;2 თამაში მოუგეს,დადეს ჯიგარი,ესენი ვინ არიან ტო
ჯეკი პატრიოტი
12 ნოემბერი 2016 23:46
0
ჯიქიაზე ან სხვებზე რო დაწერენ აღშფოთებულები სტატიებს უარს ამბობენ საქართველოს ნაკრებში თამაშზე სხვა ნაკრებს ამჯობინებენო და კლავიატურის პატრიოტებიც რო სულ მტრად და ქვეყნის მოღალატედ ნათლავენ ამ ხალს, კარგით რა ნამუსი იქონიეთ ამ ნახირში გარევა ამ ჭაობში, ამ უპერსპექტივობაში რასაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ქვია აბა რომელ ჭკუათმყოფს მოუნდება
megre
12 ნოემბერი 2016 23:46
0
მე ამათ თამაშზე წამსვლელი აღარ ვარ...უთავმოყვაროები
ჯეკი პატრიოტი
12 ნოემბერი 2016 23:44
0
დღეს ახალი სიურპრიზი შემოგვთავაზეს ყველა შეტევა ლორიათი იწყებოდა კარგი მეკარეა მარა .. აქვს ხანდახან რაგაც მოუვლის ხოლმე კრილიაში რატო არ იწყებს შეტევებს რატო არ საქ რაიონები იმიტომ რო ვერ ბედავს ეგრევე დასვავენ ზაპასში ეს ქვილითაია კიდე ვინაა მაგი თუ თავდასხმელია მაგარი
ტანდემი დვალიშვილი ქვილითაია საშინელებაააააააააააააააააააააააააააა
კახა ქირია
12 ნოემბერი 2016 23:43
0
ორი ერთიდონის უსუსტესი ნაკრებები შედეგი აბსოლიტურად ლოგიკურია სამწუხაროდ ეს თამაში იყო ტესტი იმ ბოლო ჩატარებული კარგი შეხვედრების მაგრამ რა უნდა თქვა ფაქტი სახეზეა როგორც აზერბაიჯანის ნაკრებს ქონდა საწყისი 3 ტური წარმატებული და გუშინ დასცეს მიწაზე ვფიქრობ პარალერი საქართველოს ნაკრებმა დღეს იგივე ბედი გაიზიარა როგორ არ მინდოდა ამ კომენტარის დაწერა და როგორ არ მინდოდა ამ შედეგის დადგომა რაც დღეს დაფიქსირდა სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები რჩება იმ დონის ნაკრებად რეიტინგში რაც მართლაც სამწუხაროდ ის იმსახურებს ნაკრებს რომელსაც პირველ ნომრად სათამაშო აქვს ის ვერაფერს ღირებულს შეტევაში ვერ გვთავაზობს მხედველობაში ორივე ტაიმი მაქვს დარწმუნებული ვარ რომ იგივე საშუალო დონის სლოვენია ნორვეგია დანია სლოვაკეთი ან იგივე ალბანეთი ამ ფორმაციის მოლდავას ჩვენ სიტუაციაში წირვას გამოუყვანდა ამიტომ უნდა ვაღიაროთ რომ ჩვვენ სამწუხაროდ ზემოდ ხსენებული ნაკრებებთანაც ძალიან შორს არის რამდენი არგუმენტებიც არ უნდა მოვიყვანოთ ჩვენ გასასამართებლად ფაქტი ჯიუტია თუ რამის პრეტენზია გაქ ჯგუფის ერთერთ აუცაიდერს სახლში უნდა უგებდე რომელსაც ჩვენ თამაშამდე ყველა მატჩი პირწმინდათ დანათმობი აქ და შენთან სტუმრად ჩამოდის და ფრეს გიგორებს მარტივად რომ ვთქვათ ეს ჩვენი ბრალია არა გვყავს სამწუხაროდ საშუალოზე ოდნავ დაბალი დონისაც ნაკრები ძალიან ძაილიან გული მწყდება ესეთ დღეში რომ ვუყურებ მშობლიური ნაკრების ესეთ უსუსურობას.
Mandela
12 ნოემბერი 2016 23:42
0
რატომ არ შემოვიდა დვალიშვილი ან არაბიძე რამნიშვნელობა აქვს ტყუპ ტყუპები არ გაეტანათ მაგათაც :დ მოკლედ რაც ვართ ეგ ვართ
მიშა
12 ნოემბერი 2016 23:42
0
ეეჰ სვანო,აგვიხდა ცუდი წინათგრძნობა.ეს ყველაზე სუსტი თამაში იყო ჯგუფურზე,იმ გუნდური პრესინგიდან,წინა თამაშებში რომ ვაკეთებდით,აღარაფერი დარჩა,ორი სამი კაცი რომ მიდიოდა,სხვები მოწმეებად იდგნენ.აშკარა იყო ფეხბურთელების არათანაბარი ფიზიკური მზაობა,ქვილითაია მოწყვეტილი ჩანდა ნახევარმცველებისაგან და გვილიაც ვეღარ იყო იმ დონეზე,დაცვის ცენტრი კი რა ვიცი დომხალი იყო,ყოველი ჩაწოდება კარში დაარტყეს,მართალია ოფსაიდები ფიქსირდებოდა,მაგრამ მაინც.სწორედ მაგიტომ გამოდიოდა ლორია წინ,გოლი კი მართლა მაგარი გაგვიტანეს.გუნდმა ავად თუ კარგად ნორმალურად 35 წუთი ითამაშა ასე რომ ფრე ამ თამაშით კარგი შედეგია.მსაჯიც მომეწონა,დიდებულად ითამაშა მოლდაველთა დაცვაში.ასე რომ, დავისვენოთ მეგობრებო მომავალ შესარჩევამდე.
რუსული გამოთქმაა ასეთი:გვინდოდა როგორც უკეთესია,გამოგვივიდა,როგორც ყოველთვის.
სოსო
12 ნოემბერი 2016 23:40
0
ისე არ კმგიკვირთ? 4 თამაში წავაგეთ. რაგბში წავაგეთ
აგერ ფეხბურთშიც
გუშინ
ახალგაზრდულმაც წააგო ზედიზედ
რაიყო მართლა აყუმარდით? ჩვენთვის წარმატება უფრო კარგია თუ ფული?
ახალგაზრდებს გულს უცრუებთ და რაგა მათ მომავალზეა ფიქრი ნეტა
le777us
12 ნოემბერი 2016 23:36
0
პირველად დავდე ჩვენებზე და რა ქნეს? მარტო მე კი არა ჩემმა საახლობლომ ველამ დადო ფსონი ისე სჯეროდათ.აშკარად იყომარეს,მაძუნგალები ხართ.მეორე ტაიმი დადგნენ საერთოდ და გოლი არსაიდან მიიღეს,ტოტალიზატორის და ფულის მონები ხართ.კარში ვერ დაარტყეს მეორე ტაიმში,ტფუუუუუ
jeki patrioti
12 ნოემბერი 2016 23:36
0
zvlilebebi ganaxorziela tipma magari aralogikuri, me mgoni davaleba miigo weis-ma rom ar mogvego, totalizatorebma daangria fexburti, uinteresoa ukve ras ar kadruloben.
giga
12 ნოემბერი 2016 23:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული