გიორგი ჭანტურია: ფაქტია, ვპროგრესირებთ და ასე უნდა გავაგრძელოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ 12 ნოებერს მოლდოვას წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

"ვფიქრობ, პირველი ტაიმი მეორეზე უკეთესი იყო. გასახდელში ვნახე მომენტები - მსაჯმა ორი 100%-იანი პენალტი არ დაგვიდო. ერთი მაინც რომ დაედო და გაგვეტანა, 2:0 ხდებოდა, ხელთ დიდ უპირატესობას ვიგდებდით და 3 ქულასაც მოვიპოვებდით.

მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ, რაც, საბოლოოდ, შედეგზეც აისახა, თუმცა დღევანდელი თამაშიდან
დადებითის გამოტანის საშუალებაც გვაქვს. ფაქტია, ვპროგრესირებთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. დღეს მოსაგებად იღბალი და მეტი კონცენტრაცია დაგვაკლდა.

დარჩენილ შეხვედრებში გულშემატკივრების გასახარად ყველაფერს ვიზამთ. ისინი დღეს მრავლად იყვნენ და მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ცუდი ფეხბურთი არ გვითამაშია, მაგრამ გაცკანმა ისეთი გოლი გაიტანა, ცხოვრებაში რომ ვეღარ გაიტანს. ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება. გულშემატკივრის იმედი მომავალშიც გვაქვს", - განაცხადა ჭანტურიამ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
რომელ პროგრესზე გველაპარაკება ჭანტურია?რასაც თქვენ თამაშობთ ბიძიკო ის არის უაზრო ფეხბურთი.სოფლის გუნდი რო თამაშობს თხაზე ან კაი პურმარილზე.იქ უფრო ჟილკიანად თამაშობენ ვიდრე თქვენ.ალბათ მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია ნაკრები ვინც ასეთ ანტიფეხბურთს თამაშობს.ესაა მწარე რეალობა
გოგა
15:01 13-11-2016
0
ღადაობს მგონიი :დ
dima
01:09 13-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული