ლადო დვალიშვილი: ვაისს ჩვენთვის შესვენებაზე ეს დავალება ნამდვილად არ მოუცია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლადო დვალიშვილმა 12 ნოემბერს მოლდოვის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

"პირველ ტაიმში არაერთი საგოლე მომენტი გვქონდა, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ და ამან შედეგზეც იმოქმედა. დღეს გუნდს მოსაგებად პირველ ტაიმში გატანილი მეორე გოლი და მეორე ტაიმში უფრო ხარისხიანი თამაში დააკლდა.

მეორე ტაიმში ნაცვლად იმისა, რომ კიდევ ერთ გოლზე გვეთამაშა, უფრო უკნიდან ვითამაშეთ.
ვლადიმირ ვაისს ჩვენთვის შესვენებაზე ეს დავალება ნამდვილად არ მოუცია. ის ჩვენგან შეტევას
ითხოვდა. არ ვიცი, ასე რატომ მოხდა", - განაცხადა დვალიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
რატო მოხდა და იმიტო რო ,ფეხბურთის თამაში არ იცით, რა არი აქ გაუგებარი? ვერ დარბიხართ, ვერ ატყუებთ კაცს, და ასე შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რო ის თამაშები ირლანდიასთან , უელსთან, ავსტრიასთან თქცენ კი არ ითამაშეთ მაგრად, პირიქით იმათმა არ მოინდომეს ძალიან, ან რატო უნდა მოენდომებინა, მოგებით ისედაც იგებდნენ..../ იმედია რამე გამოსწორდებაა
Vasili
13:50 13-11-2016
0
ამ ფეხბურთელებს ვერ შეუგნიათ რომ ქვეყნის ღირსებას დაცვა უნდა. დროა თავის გამოჩენის მიზნით უაზრო გამოხდომებს(მათი აზრით მაყურებელზე თამაშს) თავი დაანებონ და ბოლომდე დაიხარჯონ.ზოგიერთს მოედანზე სირბილი ეზარება. რად უნდა მწვრთნელს ასეთები. რაც შეეხება მწვრთნელს გასაშვებია და ცხადაძეა დასაბრუნებელი
ნუგზარი
13:50 13-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული