პირველები პარკეტზე სუპერლიგა ბ-ს გუნდები გავიდნენ. გათამაშების აუტსაიდერი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდი, ევროკრედიტს დაუპირისპირდა და პირველი ქულების მოპოვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ფავორიტმა გამოცდილების ხარჯზე შეძლო ბოლო წუთზე გამარჯვების მოპოვება - 4-3 ევროკრედიტის სასარგებლოდ.
წარმატებული გამოდგა ოლიმპიური ჩემპიონის დებიუტი. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ლადო ხინჩეგაშვილმა, Funday Entertainment-ის რიგებში პირველი შეხვედრა გამართა და
საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა "სტუდენტური დერბი" საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდების მონაწილეობით. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. საფეხბურთო იღბალი კსუ-ს ფეხბურთელების მხარეს აღმოჩნდა - 5-4.
ფრედ, 3-3 დასრულდა თელავისა და ზესტაფონის დაპირისპირება. ფავორიტად შერაცხულმა იმერლებმა ვერ შეძლეს კახელების გატეხვა. მიუხედავად ორივე კართან შექმნილი არაერთი საგოლე მომენტისა, საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.
ასეთივე ანგარიშით, 3-3 დასრულდა უნიკრედიტისა და ვივუსის შეხვედრა. "საფინანსო დერბი" საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მიუხედავად ვივუსის ორ ბურთიანი უპირატესობისა, ალიკ სარქისიანის შეგირდებმა მოახერხეს შეხვედრის გადარჩენა და დამსახურებული ქულის მოპოვება.
12.02.2017. სუპერლიგა B. VI ტური
ეთა - სკ ევროკრედიტი 3-4
სკ ჯვაროსნები -2 - FUNDAY Ent.2-8
FC UG - კსუ/CIU4-5
სკ თელავი - სკ ფერო3-3
UNICREDIT.GE - FC VIVUS.GE 3-3
VI ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ყავს სუპერლიგა A-ს. სკ პსპ-მ კონკურენტების წაფორხილებით ისარგებლა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად დაწინაურდა. "ფარმაცევტებმა" ტვ იმედის გუნდს სძლიეს უშანსოდ - 8-2.
ამ მატჩამდე, მოულოდნელად და პირველად დამარცხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი, რომელიც ლიდერობდა კიდეც გათამაშებას. "ძალოვნები" იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს დაუპირისპირდნენ და უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 2-3 დათმეს.
ზედიზედ მეორედ დამარცხდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი, რომლის რიგებშიც დებიუტი ქონდა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელს, ალექსანდრე ამისულაშვილს. "ვარსკვლავები" ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მფკ ნატახტარს დაუპირისპირდნენ და სანახაობრივ ორთაბრძოლაში 1-2 დათმეს.
ერთმანეთთან დაპირისპირებაში მოიპოვეს პირველი ქულები გათამაშების აუტსაიდერებმა. სკ ჯვაროსნებისა და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" დაძაბული შეხვედრა საყაიმო ანგარიშით, 4-4 დასრულდა.
ამრიგად 15 ქულით სატურნირო ცხრილს პსპ ლიდერობს, მას ორი ქულით ჩამორჩება სდსს, ხოლო სფფ და მფკ ნატახტარი 12-12 ქულით III-IV ადგილებს იყოფენ.
12.02.2017. სუპერლიგა A. VI ტური
სკ ჯვაროსნები - GM-ჭიათურა 4-4
CFCP - სდსს 3-2
FC PSP - ტვ იმედი 7-2
სფფ - მფკ ნატახტარი 1-2
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი"
მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge