SBM LEAGUE 2016/17: ოქროს ლიგის 1/4-ფინალურ წყვილებს ბოლო ტური გაარკვევს

AutoSharing Option
5 მარტს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. კალენდარული ტურის შეხვედრები კორპორატიული ლიგის გუნდებმა გამართეს.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის გუნდების დაპირისპირებით დაიწყო. IX ტურის სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს ორი აუტსაიდერი, "საქრუსენერგო" და "აჭარა ჯგუფი" დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა შემოსავლების სამსახურის გუნდმა, რომელმაც "ბანკ რესპუბლიკას" სძლია - 4:0.

გამარჯვებით დაასრულა თავისი შეხვედრა "ლიბერთი ბანკის" გუნდმა. "ბანკირებმა" "მინა" დაამარცხეს - 2:0.

კვირას გამართულ შეხვედრებში კიდევ ერთი ფრე დაფიქსირდა, ქულები "ელიტა ბურჯმა" და "ავერსმა" გაიყვეს
- 1:1.

ტურის არცთუ უხვგოლიანი დასაწყისის შემდეგ "ბაქსვუდმა" "კუბიკი" არ დაინდო და 15:0 გაანადგურა. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა "საქართველოს ბანკმა" "დომინოს პიცასთან" ტექნიკური მოგება, 5:0 ჩაითვალა.

9 ტურის შემდეგ გათამაშებას უდანაკარგოდ კვლავ "ბანკირები" ლიდერობენ. მათ სამი ქულით ჩამორჩება "ბაქსვუდი", 19 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება შემოსავლების სამსახური, რომელიც ერთი ქულით და ერთი თამაშით უსწრებს "ევროპაბეთს".

05.03.2017. ვერცხლის ლიგა. IX ტური
საქრუსენერგო - აჭარა ჯგუფი 3:3
RS - ბანკი რესპუბლიკა 4:0
ლიბერთი ბანკი - მინა 2:0
ელიტა ბურჯი - ავერსი 1:1
ბაქსვუდი - კუბიკი 15:0
დომინოს პიცა - საქართველოს ბანკი 0:5

ბომბარდირები:
გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი) – 17, დიმიტრი ანდღულაძე (საქრუსენერგო) – 14, ნიკა გვაზავა (ავერსი), თორნიკე ბახტაძე (მინა) - 12

საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ოქროს ლიგის IX ტურის შეხვედრები.

სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი "პატრული" "ვითიბი ბანკს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით დასრულდა "საქართველოს ფოსტისა" და "არმიას" დაპირისპირებაც, სადაც გამარჯვება "ფოსტალიონებს" ხვდათ წილად.

იოლი გამარჯვებები იზეიმეს "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერმა" და "ნატახტარმა". ამ უკანასკნელმა MENU.GE დაამარცხა 13:3, ხოლო GWP-მ "თბილისის მერიას" სძლია - 10:3.

სათამაშო დღე თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეორე გუნდის დაპირისპირებით დასრულდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, სადაც გამარჯვება "სატრანსპორტოს" ხვდა წილად - 5:4.

წრიული ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე, სწორედ 12 მარტს გასამართი ბოლო ტურის შეხვედრები გადაწყვეტს, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/4-ფინალში.

05.03.2017. ოქროს ლიგა. VIII ტური
პატრული - ვითიბი 3:1
საქ. ფოსტა - არმია 3:1
მერია - GWP 3:10
ნატახტარი - MENU.GE 13:3
TTC - სფფ 2 5:4

ბომბარდირები:
გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 16, ლევან კობიაშვილი (სფფ 2) – 12, თემურ ვაჩანძე (ფოსტა) – 11, გიორგი აფციაური (GWP) – 10

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული