ფუტსალი. საქართველო-თურქეთი 1:1 - ზავი მეორე სპარინგში

AutoSharing Option
16 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ძირითადი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, "ოლიმპიურ სასახლეში" თურქეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ამჯერად ფრედ, 1:1 ითამაშა.

ანგარიში ავთანდილ ასათიანის გუნდმა გახსნა - მეორე წუთზე მეტოქის კარი ნიკოლოზ კურტანიძემ აიღო. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება და საბოლოო შედეგის დაფიქსირება პირველივე ტაიმში მოახერხეს, მეათე წუთზე გოლით ჩემ კესკინი გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

- ფუტსალი. საქართველო-თურქეთი 1:0 [VIDEO]
- ფუტსალი. შეხლა-შემოხლა საქართველო-თურქეთის
მატჩში [VIDEO]


საქართველოს ნაკრები ფუტსალის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მეინ რაუნდის მატჩებს 8, 9 და 11 აპრილს თბილისის "ოლიმპიურ სასახლეში" გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები იტალიის, ჰოლანდიისა და ბელორუსის ფუტსალის ნაკრებები იქნებიან.

ამხანაგური მატჩი
თბილისი, "ოლიმპიური სასახლე"
საქართველო-თურქეთი 1:1
გოლები: 1:0 კურტანიძე (01:55), 1:1 ჩემ კესკინი (09:36)
საქართველო: ჯამბურია, ჭანუყვაძე, ლუკავა, კურტანიძე, ნიკვაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: გორგოშაძე, კაკაბაძე, დარჩია, თოფურია, კობაიაძე, მაისაია, ბობოხიძე, ნინოშვილი, მამულაძე, სიგუნავა
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
თურქეთი: მუტლუ, კოსეოღლუ, კესკინი, მენგი, აჩიკელი
სათადარიგო შემადგენლობა: ერტოკი, კინლაკი, ჩიჩეკი, იენიჩმეზი, ოზდემირი, ტალჰაკანი, დემირი, ოზკანი
მთ. მწვრთნელი: სერკან გორგიულუ
გაფრთხილება: 11:33’ კესეოღლუ, 27:35’ კესკინი
მსაჯები: შოთა ქუხილავა, არსენ ნონიკაშვილი, ზვიად ბლიაძე, გრიგოლ ბლიაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული