საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეინ რაუნდისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

ავთანდილ ასათიანის გუნდის განაცხადში 15 ფეხბურთელია. საწვრთნელ შეკრებაზე ნაკრები სასტუმრო "მოხალისეში" იმყოფება, სავარჯიშო პროცესი კი ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მეინ რაუნდის მატჩებს ჰოლანდიის, ბელორუსისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ თბილისში 8, 9 და 11 აპრილს გამართავს.

მატჩების განრიგი:
8 აპრილი
15:30 იტალია - ბელორუსი
18:00 საქართველო - ჰოლანდია

9 აპრილი
15:30 ჰოლანდია - იტალია
18:00 საქართველო - ბელორუსი

11 აპრილი
15:30 ბელორუსი - ჰოლანდია
18:00 იტალია - საქართველო

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ზვიად კუპატაძე ("ტტგ იუგრა", რუსეთი), ჯაბა ჯამბურია ("ტატიშვილი", თბილისი)
წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე ("ტატიშვილი", თბილისი), მურთაზ კაკაბაძე ("ტატიშვილი", თბილისი), ლევან კობაიძე ("ტატიშვილი", თბილისი), ზურაბ ლუკავა ("ტატიშვილი", თბილისი), დავით ბობოხიძე ("ტატიშვილი", თბილისი), შოთა თოფურია ("სტუ-თელასი", თბილისი), კახა მაისაია ("სტუ-თელასი", თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე ("პსპ", თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა ("ბჩ", გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი ("ბჩ", გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე ("ლიდსელმაში", ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა ("აელ", ლიმასოლი, კვიპროსი).

წყარო: სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტვ -ზე იკნება?
anzorika.
04:15 08-04-2017
0
6ზე რომ დანიშნეს, ხალხს სამსახურები აქვს და ძალიან ბევრი ვერ მოახერხებს მისვლას, ცოტა ჩვენზეც ეფიქრათ.
ბიჭებს წარმატებები!
ჯანო
01:42 04-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული