ფუტსალის ლიგა 2016/17: "საუკეთესო ოთხეულის" ბედი კვლავ ბუნდოვანია

AutoSharing Option
21 აპრილს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის XVტურის შეხვედრებს უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, წრიული ეტაპის დასრულებამდე რამოდენიმე ტურით ადრე, ჩემპიონატის მთავარ ინტრიგად საუკეთესო ოთხეულისთვის ბრძოლა რჩება. თუკი პირველი სამი ადგილის ბედი ფაქტიურად უკვე გარკვეულია, მთავარი მოვლენები, ბოლო, მეოთხე საგზურის ირგვლივ მიმდინარეობს.

პლეი-ოფში მოსახვედრად განაგრძობს ბრძოლას დინამო ბათუმი, რომელსაც ამ შანსის შესანარჩუნებლად, ამ ტურში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის დამარცხება მართებდა, რასაც აჭარლებმა "პირნათლად" გაართვეს თავი, 6:2 დაამარცხეს მეტოქე და დაგეგმილი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. ჰეთ-თრიკით გამოირჩა "დინამოელთა" შემტევი არმენ
გალოიანი.

ოთხეულში მოხვედრის რეალური კანდიდატია მფკ მგლები. "მტაცებლები" XV ტურში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბს მასპინძლობდნენ და აუცილებელი სამი ქულის მოსაპოვებლად საკმაო გარჯაც მოუხდათ. სტუმრები მატჩის მე-14 წუთზე ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, მაგრამ ზურაბ ძაგანიას ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ტაიმი მგლების გამარჯვებით დასრულდა, რასაც მეორე ნახევარში უპირატესობის კიდევ უფრო გამყარება მოყვა და საბოლოოდ 7:4 მგლების სასარგებლოდ.

პირველი წრის მსგავსად, მფკ ტატიშვილისა და მფკ აგორას ვერც განმეორებითმა დაპირისპირებამ გაამართლა ცენტრალური შეხვედრის სტატუსი. ისვე როგორც წინა შეხვედრაში, აქაც ბრძოლა მხოლოდ საწყის წუთებში შედგა და საბოლოოდ "მედიკოსები" ამჯერადაც გატანილი რვა უპასუხო გოლით "დაკმაყოფილდნენ" - 8:0 და ტატიშვილი კვალავაც ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. "დუბლი" შეასრულა ლაშა სგუნავამ, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ 29 გოლით კვლავ ილიდეროს ბომბარდირთა დავაში, სადაც მისი მთავარი კონკურენტი "მგლების" შემტევი სერგი მაჭარაშვილია, რომელიც ერთი ბურთით ჩამორჩება სიგუნავას.

უაღრესად პრინციპული და აუცილებელი სამი ქულა მოიპოვა მფკ თბილისმა, რომელმაც ოთხეულში მოხვედრისათვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, მფკ აფხაზეთს 5:2 სძლია. მატჩის პირველი ათი წუთი "დედაქალაქელებს" კარგს არაფერს უქადდა, რა დროშიც მათ ორი უპასუხო გოლი გაუშვეს, თუმცა მალევე შეძლეს მობილიზება და ტაიმი საყაიმო ანგარშით 2:2 დასრულდა, რასაც მეორე ნახევარში გატანაილი კიდევ სამი გოლი და დამსახურებული გამარჯვება მოყვა.

აღსანიშნავია, რომ მაჩის განმავობაში თბილისის ფეხბურთელებმა ოთხჯერ (!!!) მოიპოვეს 10 მეტრიანი საჯარიმო დარტყმის უფლება, საიდანაც მხოლოდ ერთის (!!!) გოლად ქცევა მოახერხეს.

თუკი ამ გამარჯვებით "თბილისი" პლეი-ოფისთვის ბრძოლას განაგრძობს, "ზვისპირელებმა" საკმაოდ გაიუარესეს სატურნირო მდგომარეობა და მიუხედავად კონკურენტებთან ერთ თამაშიანი ჩამორჩენისა, ოთხეულში მოხვედრის მხოლოდ თეორიულ შანსებს ინარჩუნებენ.

21.04.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XV ტური
მფკ იბსუ - მფკ დინამო (ბთ) 2:6 (2:3)
გოლები: 01:58’ გალოიანი (0:1), 02:34’ თოდაძე (0:2), 07:17’ ბ.მამაგულაშვილი (1:2), 15:45’ მ.დოლიძე (1:3), 16:10’ ბ.მამაგულაშვილი (2:3), 21:58’ გალოიანი (2:4), 28:06’ შამილაძე (2:5), 31:06’ გალოიანი (2:6)

მფკ მგლები - მფკ ბსუ (ბთ) 7:4 (4:3)
გოლები: 03:51’ მამულაძე (0:1), 06:08’ მაჭარაშვილი (1:1), 06:59’ ფუტკარაძე (1:2), 13:31’ ნადარაია (1:3), 15:20’ ძაგანია (2:3), 16:31’ გიორგაძე (3:3), 16:55’ მაჭარაშვილი (4:3), 25:36’ ძაგანია (5:3), 28:14’ გაბუნია (5:4), 29:55’ მელანაშვილი (6:4), 39:02’ მაჭარაშვილი (7:4)
გაფრთხილება: 28:03’ სალუქვაძე (ბსუ), 33:53’ ფუტკარაძე (ბსუ)

მფკ ტატიშვილი - მფკ აგორა 8:0 (3:0)
გოლები: 06:56’ კეკელია (1:0), 11:41’ ბობოხიძე (2:0), 15:20’ სილაგავა (3:0), 21:20’ სიგუნავა (4:0), 23:08’ სიგუნავა (5:0), 30:54’ დ.ლუკავა ს.კ (6:0), 38:07’ მურცხვალაძე (7:0), 39:25’ ბობოხიძე (8:0)
გაფრთხილება: 11:01’ ჭანუყვაძე (ტატ)

მფკ აფხაზეთი - მფკ თბილისი 2:5 (2:2)
გოლები: 07:50’ ჩუთლაშვილი (1:0), 08:36’ ხარაიშვილი (2:0), 12:45’ მარუაშვილი 10მ. (2:1), 18:58’ კუხალეიშვილი (2:2), 28:59’ ღუდუშაური (2:3), 33:14’ თურმანიძე (2:4), 39:51’ დარჩია (2:5)
გაფრთხილება: 17:24’ , 28:05’ კორღალიძე (აფხ)
გაძევება: 28:05’ კორღალიძე (აფხ)

ბომბარდირები:
ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) - 29, სერგი მაჭარაშვილი (მგლები) - 28, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი) - 22
მომდევნო XVI ტური, კვლავ ორ დღეზე გადანაწილდება, 25 აპრილს მფკ ბსუ აფხაზეთს უმასპინძლებს, ხოლო დინამო ბათუმი მგლებს მიიღებს. დანარჩენი სამი შეხვედრა კი 28 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება - ცენტრალური დაპირისპირება ჩემპიონატის ორ ფავორიტს, მფკ ტატიშვილსა და სტუ-თელასს შორის შედგება.

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტულისააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული