SBM LEAGUE 2016/17: "მარათონული უქმეების" ანონსი

AutoSharing Option
26, 27 და 28 მაისს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეებს უმასპინძლებს.

"მარათონული უქმეები" სტარტს 26 მაისს აიღებს. ბრინჯაოს ლიგის მე-3 ტურში ჰერმესი DHL-ს დაუპირისპირდება, ხოლო ელიტა ბურჯი დომსონის წინააღმდეგ ითამაშებს.

26.05.2017. ბრინჯაოს ლიგა. III ტური
20:00 ჰერმესი - DHL
21:00 ელიტა ბურჯი - დომსონი

ბრინჯაოს ლიგის მე-3 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება 27 მაისს, თბილისის მერია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო ბილტმორი და ხალიკ ბანკი სადებიუტო სეზონში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

27.05.2017. ბრინჯაოს ლიგა. III
ტური

16:00 თბილისის მერია - სდსს
20:00 ბილტმორი - ხალიკ ბანკი

შაბათის სათამაშო დღის შეხვედრებიდან უდაოდ გამოსარჩევია კორპორატიული თასის ორი 1/4 ფინალური დაპირისპირება. 18:00 სთ-ზე ერთმანეთის პირისპირ ტრადიციული მეტოქეები, ევროპაბეთი და ნატახტარი წარსდგებიან, ხოლო 19:00 სთ-ზე, 1/2 ფინალში გასასვლელად "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია -2 იბრძოლებენ.

27.05.2017. კორპორატიული თასი. 1/4 ფინალი
18:00 ევროპაბეთი - ნატახტარი
19:00 GWP - სფფ-2

ამავე დღეს გამართავენ მე-3 ტურის შეხვედრებს სუპერლიგა C-ს გუნდები.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდის მეტოქე უნიკრედიტი იქნება, ჯეო ჰოლდინგი, დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის გუნდ "რუბიკონს" დაუპირისპირდება, ხოლო სათამაშო დღეს ტატიშვილისა და menu.ge-ს გუნდების შეხვედრა
დაასრულებს.

27.05.2017. სუპერლიგა C. III ტური
17:00 ეთა - უნიკრედიტი
21:00 Geo Holding - რუბიკონი
22:00 ტატიშვილი - Menu.ge

კორპორატიული თასის 1/4 ფინალური შეხვედრით დაიწყება 28 მაისის სათამაშო დღე, რომელშიც ერთმანეთს არმია და ავერსი დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება თასის კიდევ ერთ 1/4 ფინალს, ერთმანეთის პირისპირ თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და საპატრულო პოლიციის გუნდები წარსდგებიან.

28.05.2017 კორპორატიული თასი. 1/4 ფინალი
11:00 არმია - ავერსი
16:00 TTC - პატრული

კვირას გაიმართება სუპერლიგის 1/4 ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები, სადაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ორი მოგების შედეგად უნდა გამოვლინდეს.

სუპერლიგა A-ს რეგულარული სეზონის გამარჯვებული სკ პსპ, "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" წინააღმდეგ მეორე შეხვედრაშივე შეეცდება მოიპოვოს 1/2 ფინალის საგზური. სერიას ლიდერობს მფკ ნატახტარიც, რომელმაც სკ ჯვაროსნები პირველ შეხვედრაში 6:3 დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა პირველ 1/4 ფინალში სფფ-მ, რომელიც ტვ იმედთან განმეორებით დაპირისპირებისას ეცდება მომდევნო ეტაპზე გასვლას.

28.05.2017. სუპერლიგა A. 1/4 ფინალი (II)
12:00 FC PSP - GM ჭიათურა (5:0)
14:00 მფკ ნატახტარი - სკ ჯვაროსნები (6:3)
19:00 სფფ - ტვ იმედი (6:3)

გაცილებით უფრო დაძაბული დაპირისპირებებია მოსალოდნელი სუპერლიგა B-ში.

გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი Funday Entertainment-ი სკ თელავთან პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, ამჯერადაც შეეცდება ამ სტატუსის გამყარებას. მიუხედავად პირველ 1/4 ფინალში ევროკრედიტის წინააღმდეგ გამარჯვებისა (2:0) რთული განმეორებითი შეხვედრა ელის ვივუსს. ანალოგიურად რთულია პროგნოზის გაკეთება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ზესტაფონი "ფეროს" წყვილში. პირველი დაპირისპირება "სტუდენტების" გამარჯვებით, 4:3 დასრულდა. 7 მეტრიანების სერიაში გამოვლინდა გამარჯვებული სკ ჯვაროსნები 2-სა და საქართველოს უნივერსიტეტის პირველ დაპირისპირებაში. სერიას "სტუდენტები" ლიდერობენ.

28.05.2017. სუპერლიგა B. 1/4 ფინალი (II)
13:00 Funday ENT - თელავი (3:1)
15:00 სკ ევროკრედიტი - FC Vivus.ge (0:2)
17:00 კსუ - სკ ფერო (ზეს) (4:3)
18:00 FC UG - სკ ჯვაროსნები 2 7(3:3 პენ. 4:3)

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო "ბილტმორი"

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული