SBM LEAGUE 2016/17: სეზონი კულმინაციას უახლოვდება

AutoSharing Option
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონის მორიგ გადატვირთულ უქმეებს, ტრადიციულად, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. 2, 3 და 4 ივნისს კალენდარული ტურის და პლეი-ოფის მატჩები გაიმართა.

პარასკევს გაირკვა სუპერლიგა B-ს მეორე ნახევარფინალური წყვილის ვინაობაც, რისთვისაც გადამწყვეტი მესამე შეხვედრების ჩატარება გახდა საჭირო.

უაღრესად დრამატული და დაძაბული გამოდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ზესტაფონის "ფეროს" დაპირისპირება. მატჩის ძირითადი დროის ფრედ, 5:5 დასრულების შემდეგ, მატჩის ბედი 7-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, სადაც უფრო მეტად იმერლებს გაუმართლათ და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. "ფეროს" მეტოქე 1/2-ფინალში "ევროკრედიტი" იქნება,
რომელმაც "ვივუსი" მესამე, გადამწყვეტ შეხვედრაში დაამარცხა 3:1. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, აქ ერთმანეთს Funday და "საქართველოს უნივერსიტეტი" დაუპირისპირდებიან. 1/2-ფინალური სერია 11 ივნისს აიღებს სტარტს.

02.06.2017. სუპერლიგა B. 1/4-ფინალი (III)
კსუ - სკ ფერო 5:5 (პენ.2:3), (1:2), (4:3)
სკ ევროკრედიტი - FC Vivus.ge 3:1, (1:0), (0:2)

პარასკევს დაიწყო და შაბათს გაგრძელდა ბრინჯაოს ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები.

ფრედ, 3:3 დასრულდა DHL-ისა და "ელიტა ბურჯის" დაპირისპირება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა 9:1 სძლია "ჰერმესს", "თბილისის მერიამ" 6:0 აჯობა "ხალიკ ბანკს", ხოლო "ბილტმორმა" სადებიუტო ჩემპიონატში, სადებიუტო გამარჯვება "მტკვარი ენერჯის" წინააღმდეგი ზეიმა - 5:1.

02.06.2017. ბრინჯაოს ლიგა. IVტური
DHL - ელიტა ბურჯი 3:3

03.06.2017. ბრინჯაოს ლიგა. IV ტური
სდსს - ჰერმესი 9:1
ხალიკ ბანკი - თბილისის მერია 0:6
მტკვარი ენერჯი - ბილტმორი 1:5


მეოთხე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა სუპერლიგა C-ში. "აჭარა ჯგუფი" "ტატიშვილს" დაუზავდა - 1:1, ხოლო აჭარის ნაკრებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდი დაამარცხა - 6:3.

03.06.2017. სუპერლიგა C. IV ტური
აჭარა ჯგუფი - ტატიშვილი 1:1

04.06.2017. სუპერლიგა C. IV ტური
ეთა - აჭარის ნაკრები 3:6

განსაკუთრებით საინტერესო და დატვირთული, ტრადიციულად, კვირის სათამაშო დღე გამოდგა. კორპორატიული ლიგის განმეორებით 1/4-ფინალებთან ერთად, სუპერლიგის თასის ¼-ფინალური შეხვედრებიც გაიმართა.

ოქროს ლიგის მეოთხედფინალურმა სერიამ შაბათს აიღო სტარტი. "ნატახტარმა" "ფეხბურთის ფედერაცია" მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა, ამჯერად 7:2 და ასპარეზობას გამოთიშა. "ნატახტარის" მეტოქე მომდევნო ეტაპზე "პატრულისა" და "ვითიბი ბანკის" წყვილში გამარჯვებული იქნება. ამ გუნდებმა მხოლოდ კვირას გამართეს პირველი დაპირისპირება - 2:1 ძალოვნების სასარგებლოდ. ½-ფინალში ითამაშებს "საქართველოს ფოსტა", რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში 2:0 სძლია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას". პირველი შეხვედრა "ფოსტალიონებს" 5:2 ჰქონდათ მოგებული. რაც შეეხება მათ მეტოქეს, იგი გაცილებით ადრე გაირკვა, GWP-მ სერიაში 2:0 აჯობა "არმიას".

03.06.2017. ოქროს ლიგა. 1/4-ფინალი (II)
ნატახტარი - სფფ-2 7:2 (5:3)
04.06.2017. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (II)
საქ. ფოსტა - TTC 2:0 (5:2)
პატრული - ვი თი ბი ბანკი 2:1


ვერცხლის ლიგის ორი ნახევარფინალისტის ვინაობას მესამე გადამწყვეტი შეხვედრა გაარკვევს.

პირველ მატჩში წაგების შემდეგ "შემოსავლების სამსახურმა" 7-მეტრიანების წყალობით შეძლო "ლიბერთი ბანკთან" სერიაში ანგარიშის გათანაბრება. დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ერთი ბურთი აღმოჩნდა საკმარისი, რომ "ავერსს" "ევროპაბეთთან" რევანში აეღო და საქმე გადამწყვეტ დაპირისპირებამდე მიეყვანა. 1:0 "ფარმაცევტების" სასარგებლოდ.

რაც შეეხება კიდევ ორ დაპირისპირებას, აქ მოლოდინისამებრ, ყველაფერმა "გეგმიურად" ჩაიარა, "საქართველოს ბანკმა" და "ბაქსვუდმა" მეორე შეხვედრებიც მოუგეს მეტოქეებს - "ბანკირებმა" "მინას" 11:0, ხოლო "მოსწავლეებმა" "ბანკი რესპუბლიკა" დაამარცხეს - 3:1.

1/2-ფინალში "საქართველოს ბანკის" მეტოქე "ევროპაბეთი"-"ავერსის" წყვილში გამარჯვებული იქნება, ხოლო ბაქსვუდი RS ლიბერთის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

04.06.2017. ვერცხლის ლიგა. 1/4-ფინალი (II)
საქართველოს ბანკი - მინა 11:0 (2:1)
RS - ლიბერთი ბანკი 2:2 (პენ.4:3), (2:3)
ბაქსვუდი - რესპუბლიკა 3:1. (5:1)
ევროპაბეთი - ავერსი 0:1, (1:1,პენ.3:2)

ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ სუპერლიგის თასზე, სადაც ¼-ფინალური შეხვედრები საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. პსპ-მ "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას" სძლია 8:1 და მომდევნო ეტაპზე მფკ "ნატახტარს" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, თასზე ასპარეზობას ზესტაფონის "ფერო" გამოთიშა - 10:3.

ფინალში გასასვლელად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "ტვ იმედი" და "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი", "სტუდენტებმა" "ჯვაროსნები 2"-ს სძლია 9:3, ხოლო "იმედმა" "თელავი" დაამარცხა 7:3. სუპერლიგის თასის ½-ფინალური შეხვედრები 18 ივნისს გაიმართება.

04.06.2017. სუპერლიგის თასი. 1/4-ფინალი
სკ პსპ - GM ჭიათურა 8:1
სკ თელავი - ტვ იმედი 3:7
მფკ ნატახტარი - სკ ფერო (ზეს) 10:3
კსუ - სკ ჯვაროსნები-2 9:3

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო "ბილტმორი"

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული