
საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეთი გახდა.
პლეი ოფის პირველი მატჩები 10-13 სექტემბერს, ხოლო საპასუხოები 24-27 სექტემბერს გაიმართება.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დალაგდნენ:
ჩეხეთი-სერბეთი
საფრანგეთი-ხორვატია
რუმინეთი-საქართველო
უნგრეთი-პოლონეთი
შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის საგზურს მოიპოვებს.
ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში 30 იანვარს დაიწყება და 10 თებერვლამდე გაგრძელდება.