უეფამ ფუტსალის ოთხთა ფინალის მასპინძლობის უფლება თბილისს მიაკუთვნა

AutoSharing Option
6 დეკემბერს უეფამ 2013 წლის ფუტსალის ოთხთა ფინალის მასპინძლობის საკითხი განიხილა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფუტსალის ოთხთა ფინალს თბილისი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუშაობდა ამ საკითხზე და შედეგსაც მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ფუტსალის ოთხთა ტურნირის გარდა, თბილისი 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების 2014 წლის შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს.

უეფა-ს თასის დასკვნით ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მასპინძელი "იბერია სტარი", ესპანური "ბარსელონა", ყაზახური "კაირათი" და რუსული "დინამო".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ სიჭინავა
mamuka
20:14 06-12-2012
0

სიახლეები პოპულარული