სუპერლიგის თასის ფინალში ერთმანეთს მინი-ფეხბურთის კლუბი "ტატიშვილი" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო კლუბი დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ "ტატიშვილის" გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მატჩის 38-ე წუთზე გაიხსნა. 7-მეტრიანი დარტყმით "მედიკოსები" გიორგი სილაგავამ დააწინაურა. მეორე გოლი "ძალოვნების" კარში მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გავიდა. საბოლოო წერტილი მალხაზ მურცხვალაძემ დასვა.
თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი ოთხი გატანილი
გამორჩეული ფეხბურთელები სპეციალური თასებით და ლიგის პარტნიორების, ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს და ესპანური ლუდი Estrella-ს პრიზებით დაჯილდოვდნენ.
დამარცხებულთა რიგებში დავით დარჩია და გიორგი ყაზარაშვილი გამოირჩნენ, რომლებსაც დ. ტატიშვილის სპორტული მედიცინის ცენტრის გამაჯანსაღებელი პროცედურების ერთთვიანი ვაუჩერები გადაეცათ.
05.06.2016. სუპერლიგის თასი. ფინალი
მფკ ტატიშვილი - შსს 2-0
გოლები: 38’ სილაგავა (7მ) 1-0,43’ მურცხვალაძე 2-0
აღნიშნული ფინალით არცერთ გუნდს ჯერ სეზონი არ დაუსრულებია. ორივე მათგანი სუპერლიგა "ა"-ს ფინალში მოსახვედრად იბრძვის, სადაც განმეორებითი ნახევარფინალები მომდევნო კვირას, 12 ივნისს გაიმართება. "ტატიშვილი" "ნატახტარს" ეთამაშება, ხოლო შსს პსპ-ს ბარიერის დაძლევას შეეცდება.
კვირასვე გაირკვა ბავშვთა ლიგის ფინალისტთა ვინაობაც. "საქართველოს უნივერსიტეტმა" "ბაქსვუდის" სკოლის გუნდს მოუგო ნახევარფინალში - 8-1 და ფინალში 51-ე სკოლას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, ქუთაისის "მართვე" გამოთიშა ასპარეზობას. ძირითადი დროის ფრედ, 1-1 დასრულების შემდეგ თბილისელებმა 6-მეტრიანების სერიაში 5-4 იმარჯვეს.
05.06.2016. ბავშვთა ლიგა. 1/2-ფინალი
UG – ბაქსვუდი 8-1
მართვე (ქუთ) – 51-ე სკოლა 1-1 პენ. 4-5
გუშინ გაიმართა სუპერლიგა C-ს მეორე ტურის გადადებული შეხვედრა. აჭარის სომეხთა კავშირის გუნდმა "ახპიურმა" "სისი ლოუნი" დაამარცხა - 3-2.
05.06.2016. სუპერლიგა C. II ტური
CC Loan – ახპიური 2-3
დასრულდა ბრინჯაოს ლიგის წლევანდელი გათამაშება. კვირას მეშვიდე ტურის სამი დარჩენილი დაპირისპირება გაიმართა. "ავერსმა" "ეროვნული ბანკის" გუნდს სძლია - 5-1, ტურის ცენტრალური შეხვედრა - "საბანკო დერბი" "ლიბერთის" და "თიბისის" გუნდების მონაწილეობით ფრედ, 1-1 დასრულდა, ხოლო "შემოსავლების სამსახურმა" "აჭარა ჯგუფს" სძლია - 4-2.
ამრიგად, გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებმაც მომდევნო წელს რანგით მაღალ, ვერცხლის ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს: შვიდიდან შვიდი მოგებით გათამაშების გამარჯვებული "ევროპაბეთი" გახდა, მეორე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა "თიბისი ბანკმა", კიდევ ორი საგზური "შემოსავლების სამსახურის" და "ლიბერთი ბანკის" გუნდებმა მოიპოვეს.
05.06.2016. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური
ავერსი - ეროვნული ბანკი 5-1
ლიბერთი ბანკი – თიბისი ბანკი 1-1
აჭარა ჯგუფი - შემოსავლების სამსახური 2-4
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი Estrella.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა".
მედიაპარტნიორები: რადიოები: "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები: sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური