SBM LEAGUE 2015/16: მფკ "ტატიშვილი" სუპერლიგის თასის მფლობელია!

AutoSharing Option
5 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა. გაირკვა წლევანდელი გათამაშების კიდევ ერთი ტიტულის მფლობელის ვინაობა.

სუპერლიგის თასის ფინალში ერთმანეთს მინი-ფეხბურთის კლუბი "ტატიშვილი" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო კლუბი დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ "ტატიშვილის" გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მატჩის 38-ე წუთზე გაიხსნა. 7-მეტრიანი დარტყმით "მედიკოსები" გიორგი სილაგავამ დააწინაურა. მეორე გოლი "ძალოვნების" კარში მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გავიდა. საბოლოო წერტილი მალხაზ მურცხვალაძემ დასვა.

თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი ოთხი გატანილი
გოლით, "ტატიშვილის" ყველაზე გამოცდილი შემტევი გიორგი თოთლაძე გახდა, ხოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პირველი გოლის ავტორი გიორგი სილაგავა დასახელდა.

გამორჩეული ფეხბურთელები სპეციალური თასებით და ლიგის პარტნიორების, ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს და ესპანური ლუდი Estrella-ს პრიზებით დაჯილდოვდნენ.

Sportall.Ge

Sportall.Ge
დამარცხებულთა რიგებში დავით დარჩია და გიორგი ყაზარაშვილი გამოირჩნენ, რომლებსაც დ. ტატიშვილის სპორტული მედიცინის ცენტრის გამაჯანსაღებელი პროცედურების ერთთვიანი ვაუჩერები გადაეცათ.

05.06.2016. სუპერლიგის თასი. ფინალი
მფკ ტატიშვილი - შსს 2-0
გოლები: 38’ სილაგავა (7მ) 1-0,43’ მურცხვალაძე 2-0

აღნიშნული ფინალით არცერთ გუნდს ჯერ სეზონი არ დაუსრულებია. ორივე მათგანი სუპერლიგა "ა"-ს ფინალში მოსახვედრად იბრძვის, სადაც განმეორებითი ნახევარფინალები მომდევნო კვირას, 12 ივნისს გაიმართება. "ტატიშვილი" "ნატახტარს" ეთამაშება, ხოლო შსს პსპ-ს ბარიერის დაძლევას შეეცდება.

კვირასვე გაირკვა ბავშვთა ლიგის ფინალისტთა ვინაობაც. "საქართველოს უნივერსიტეტმა" "ბაქსვუდის" სკოლის გუნდს მოუგო ნახევარფინალში - 8-1 და ფინალში 51-ე სკოლას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, ქუთაისის "მართვე" გამოთიშა ასპარეზობას. ძირითადი დროის ფრედ, 1-1 დასრულების შემდეგ თბილისელებმა 6-მეტრიანების სერიაში 5-4 იმარჯვეს.

05.06.2016. ბავშვთა ლიგა. 1/2-ფინალი
UG – ბაქსვუდი 8-1
მართვე (ქუთ) – 51-ე სკოლა 1-1 პენ. 4-5

გუშინ გაიმართა სუპერლიგა C-ს მეორე ტურის გადადებული შეხვედრა. აჭარის სომეხთა კავშირის გუნდმა "ახპიურმა" "სისი ლოუნი" დაამარცხა - 3-2.

05.06.2016. სუპერლიგა C. II ტური
CC Loan – ახპიური 2-3

დასრულდა ბრინჯაოს ლიგის წლევანდელი გათამაშება. კვირას მეშვიდე ტურის სამი დარჩენილი დაპირისპირება გაიმართა. "ავერსმა" "ეროვნული ბანკის" გუნდს სძლია - 5-1, ტურის ცენტრალური შეხვედრა - "საბანკო დერბი" "ლიბერთის" და "თიბისის" გუნდების მონაწილეობით ფრედ, 1-1 დასრულდა, ხოლო "შემოსავლების სამსახურმა" "აჭარა ჯგუფს" სძლია - 4-2.

ამრიგად,  გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებმაც მომდევნო წელს რანგით მაღალ, ვერცხლის ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს: შვიდიდან შვიდი მოგებით გათამაშების გამარჯვებული "ევროპაბეთი" გახდა, მეორე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა "თიბისი ბანკმა", კიდევ ორი საგზური "შემოსავლების სამსახურის" და "ლიბერთი ბანკის" გუნდებმა მოიპოვეს.

05.06.2016. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური
ავერსი - ეროვნული ბანკი 5-1
ლიბერთი ბანკი – თიბისი ბანკი 1-1
აჭარა ჯგუფი - შემოსავლების სამსახური 2-4

Sportall.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი Estrella.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა".

მედიაპარტნიორები: რადიოები: "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები: sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული