შაბათს გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც ოქროს ლიგის ფინალში ითამაშებენ. "ნატახტარმა" მეორე შეხვედრაშიც სძლია GWP-ს - 3-0 და ფინალში საპატრულო პოლიციის გუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც ასპარეზობას "საქართველოს ფოსტა" გამოთიშა.
მეორე შეხვედრაში "ძალოვნებმა" კიდევ უფრო დამაჯერებლად იმარჯვეს, 6-0. ამ გუნდების ფინალური დაპირისპირება 17 ივნისს გაიმართება.
11.06.2016. ოქროს ლიგა. 1/2-ფინალი (II)
ნატახტარი – GWP 3-0 (3-3 პენ. 3-1)
პატრული - საქართველოს ფოსტა 6-0 (2-1)
11ივნისს გამოვლინდა ბავშვთა ლიგის წლევანდელი
გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად UG-ის შემტევი მიშა ინასარიძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის ტიტული, 14 გატანილი გოლით, ჩემპიონის რიგებში ერთ-ერთ საუკეთესოს, ნიკა გიორგაძეს ერგო.
11.06.2016. ბავშვთა ლიგა. ფინალი
UG – 51 სკოლა 3-0
11.06.2016. სუპერლიგა C. V ტური
ახპიური - გრანდ გრუპი 3-3
ერთი ფინალისტის ვინაობაა ცნობილი ვერცხლის ლიგაშიც. "თბილისის მერიამ" მეორე დაპირისპირებაც დამაჯერებლად, 4-2 მოუგო "საქრუსენერგოს" და მეტოქეს "ვითიბისა" და "ბანკი რესპუბლიკის" წყვილიდან ელოდება.
ამ გუნდების მეორე შეხვედრაში "ვითიბიმ" იმარჯვა - 5-1 და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას გუნდები 14 ივნისს გამართავენ. რაც შეეხება ფინალს, ჩემპიონის ვინაობა 17 ივნისს გაირკვევა.
12.06.2016. ვერცხლის ლიგა. 1/2-ფინალი (II)
ვითიბი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა (0-2)
თბილისის მერია - საქრუსენერგო 4-2 (7-3)
12.06.2016. სუპერლიგა C. VI ტური
ჯიპიაი ჰოლდინგი - ახპიური 3-11
მესამე, გადამწყვეტი შეხვედრები გაარკვევს ფინალისტების ვინაობას სუპერლიგა "ბ"-ში. კასპის "გენერალმა" მეორე დაპირისპირება 6-1 მოუგო "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას", იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა კი "ევროკრედიტთან" შეძლო სერიის გათანაბრება - 2-1.
ფინალში გასული გუნდების ვინაობა 14 ივნისს გაირკვევა. ფინალური დაპირისპირება კი 19 ივნისს გაიმართება.
12.06.2016. სუპერლიგა B. 1/2-ფინალი (II)
GM ჭიათურა – გენერალი (კას) 1-6 (3-2)
CFCP – ევროკრედიტი 2-1 (1-4)
სუპერლიგა "ა"-ს ფინალში ითამაშებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი, რომელმაც მოქმედი ჩემპიონი პსპ მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა - 3-1. ეს "ძალოვნების" მეორე ფინალი იქნება მიმდინარე სეზონში - პირველად მათ სუპერლიგის თასისთვის ბრძოლა დათმეს "ტატიშვილთან".
რაც შეეხება მათ მეტოქეს, არ არის გამორიცხული, ის ისევ მინი-ფეხბურთის კლუბი "ტატიშვილი" იყოს. "მედიკოსებმა" "ნატახტართან" მეორე შეხვედრაში წარმატებას 7-მეტრიანების სერიაში მიაღწიეს.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ძირითადი დრო უაღრესად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. "ნატახტარი" ორჯერ ფლობდა ორბურთიან უპირატესობას, თუმცა საბოლოოდ მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წამით ადრე "ტატიშვილის" ფეხბურთელებმა შეძლეს საყაიმო შედეგის დაფიქსირება - 3-3. იღბალი საფეხბურთო ლატარიაში მათ მხარეს აღმოჩნდა - 3-2.
მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 15 ივნისს გაიმართება, ხოლო სეზონის საუკეთესო გუნდი 19 ივნისს გასამართ ფინალურ დაპირისპირებაში გამოვლინდება.
12.06.2016. სუპერლიგა A. 1/2-ფინალი (II)
FC PSP – შსს 1-3 (2-3)
მფკ ტატიშვილი - მფკ ნატახტარი 3-3 პენ. 3-2 (0-1)
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი Estrella.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა".
მედიაპარტნიორები: sportall.ge, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური