დღეს უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე თსუ-ს მეტოქეები გაირკვევა

AutoSharing Option
დღეს ციურიხში უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართება, რომლის ტრანსლაცია თსუ-ის სააქტო დარბაზში დიდ ეკრანზე განხორციელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-დან აცნობეს, კენჭისყრაზე გაირკვევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის პროფესიონალური გუნდის მეტოქეები ევროტურნირზე.

თსუ-ს ფუტსალის პროფესიონალურმა გუნდმა საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში მთელი წლის მანძილზე წარმატებით იასპარეზა და დამარცხების გარეშე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის წოდება.

"სპორტის ამ სახეობაში თსუ-ს დიდი ტრადიციები აქვს. წლების მანძილზე გუნდი ასპარეზობ
და უმაღლეს ლიგაში. სხვადასხვა წელს თსუ-ს გუნდი გახდა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის სამგზის მესამე და ორგზის მეორეადგილოსანი, ასევე, საქართველოს თასის მფლობელი.

მიმდინარე წელს კი უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა - გახდა საქართველოს ჩემპიონი და მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება. ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის საუკეთესო კლუბები იქნებიან წარმოდგენილნი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავოო თსუუ!!
წარმატებები უნივერსიტეტს!
deme
03:18 08-07-2016
0

სიახლეები პოპულარული