10:20 07-12-2016
საქართველოს ფუტსალის ნაკრები სლოვაკეთს დაუზავდა [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრის პირველი ნახევარი, გარდამავალი უპირატესობის მიუხედავად, გატანილი გოლების გარეშე, ფრედ, 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ანგარიში ჩვენმა გუნდმა გახსნა, საქართველოს ნაკრების წევრმა რონინიომ ეფექტური დარტყმით 30-ე წუთზე გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და 36-ე წუთზე მარტინ დოშას გოლით ანგარიში გათანაბრდა, ფრე - 1:1.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვაკეთის ფუტსალის ნაკრებები მეორე ამხანაგურ შეხვედრას 7 დეკემბერს, 19:00 საათზე, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავენ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
საქართველო-სლოვაკეთი 1:1
გოლები: 1:0 რონინიო (30), 1:1 მარტინ დოშა (36)
საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, ტიკურიშვილი
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
სლოვაკეთი: ბრნდიარი, რიკი, კოზარი (კ), ბრუნოვსკი, დრაჰოვსკი
მთ. მწვრთნელი: მარიან ბერკი
სათადარიგო
საქართველო: ჯამბურია, ლუკავა, კურტანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე (კ), სებისკვერაძე, სოზაშვილი, ზედელაშვილი
სლოვაკეთი: ჰერკო, რაფაი, სმეჟიჩკა, ბელანიკი, ჰუდეკი, პაშტერნაკი, მარუშინეცი, დოშა
მსაჯები: შოთა ქუხილავა, ბაკურ ნინუა, ზვიად ბლიაძე, გრიგოლ ბლიაძე (თაიმკიპერი)
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
თსუ-ს კიდევ მადლობა ეს ბიჭები რომ შემოუნახა ნაკრებს!